რიზე
(გადამისამართდა გვერდიდან რიზე (ქალაქი))
რიზე (თურქ. Rize; ბერძ. ριζα — „მთის ფერდები“) — ქალაქი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რიზეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
რიზე Rize | |||
| |||
ქვეყანა | თურქეთი | ||
კოორდინატები | 41°01′00″ ჩ. გ. 40°31′00″ ა. გ. / 41.01667° ჩ. გ. 40.51667° ა. გ. | ||
ქალაქის მერი | ჰალილ ბაქირჯი | ||
ფართობი | 3,922 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 6 მ | ||
მოსახლეობა | 104,508 კაცი (2012) | ||
სიმჭიდროვე | 570 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | (+90) 464 | ||
საფოსტო ინდექსი | 5300 | ||
ოფიციალური საიტი | rize.bel.tr | ||
ისტორია
რედაქტირებაქალაქის ისტორიული სახელი იყო „რიზეუმი“. რიზე მდებარეობდა ისტორიულ ჭანეთში. 1547 წლიდან, მას შემდეგ რაც ჭანეთი ოსმალეთის იმპერიამ დაიკავა, გახდა ლაზისტანის სანჯაყის ცენტრი. 1918-1921 წლებში ერთა ლიგამ რიზე აღიარა საქართველოს შემადგენლობაში, თუმცა მასზე ქართული იურისდიქცია არ გავრცელებულა. 1921 წლიდან ქალაქი ყარსის ხელშეკრულებით თურქეთის შემადგენლობაში მოექცა.