რიგის სამშვიდობო ხელშეკრულება
რიგის სამშვიდობო ხელშეკრულება (პოლ. Traktat ryski) გაფორმდა 1921 წლის 18 მარტს რიგაში, პოლონეთსა, საბჭოთა რუსეთს, და საბჭოთა უკრაინას შორის. ამ ხელშეკრულებამ დაასრულა პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი, რომელშიც პოლონეთმა გაიმარჯვა.
ხელშეკრულებით რუსეთმა დათმო დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის ტერიტორიები. დადგენილი პოლონეთ საბჭოთა საზღვარმა მეორე მსოფლიო ომამდე იარსება. საზღვრები შეიცვალა მოგვიანებით, იალტისა და პოსტდამის კონფერენციებზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ხელშეკრულების პოლონური ვერსიის ასლი დაარქივებული 2011-09-28 საიტზე Wayback Machine.