რიგის პირველი საყდარი

რიგის პირველი საყდარი — არქიტექტურული ძეგლი სოფელ კისისხევის სამხრეთით, 1,5 კილომეტრზე, ტყეში. თარიღდება გვიანადელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ძირითადად ნაგებია რიყის ქვით, ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი ვიწროა და ოდნავ შეისრული თაღითაა გადახურული. აფსიდი გაბრტყელებულია ნახევარწრის მოყვანილობისაა და ბოლოებში ნალისებურობის ტენდენცია აქვს. აფსიდის ცენტრში ვიწრო, ოთკუთხა სარკმელია გაჭრილი, რის აქეთ იქით, სიმერიულად, თითო, ოთკუთხა ნიშაა, ნიშები ვიწროა და მაღალია. მათი ძირი იატაკიდან დაახლოებით 30 სმ სიმაღლეზეა, ხოლო თავი სარკმლის ძირის დონეზე აფსიდი გადახურულია წესიერი დორმის კონქით, რის თაღი ოდნავ შეისრული ფორმისაა, მსგავსი ფორმისაა კამარაც.

ეკლესიის დარბაზი მოკლეა იმდენად, რომ მისი სიგრძე დაახლოებით 1,5 მეტრით მეტია სიგრძეზე. დარბაზის გრძივი კედლები თითო, მარტივ პილასტრით ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა. დასავლეთით ნაწილი თითქმის ერთნახევარჯერ აღემატება აღმოსავლეთისას. ამ უკანასკნელის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო, საკმაოდ ვიწერო, ოთკუთხა სარკმელია გაჭრილი. ერთ მსგავსი სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა, შესასვლელის გასწვრივ. დარბაზის დასავლეთ ნაწილში სამივე კედელს, დაბალი საფეხური გაუყვება, ეკლესიის ფასადები სადაა, მოკლებულია ყოველგვარ დეკორატიულ სამკაულს, შენობის დასავლეთ ფასადის ჩრდილოეთ კიდეში, მიწიდან 1,8 მეტრ სიმაღლეზეა. მცირე სწორკუთხა ნიშაა კედლები სასრულებულია მოგვიანებით ნაწყობი, აგურის საფეხუროვანი ლავგარდნით. ეკლესია დახურულია ღარისებრი კრამიტით.

ეკლესიის ჩრდილოეთით, ათიოდე მეტრზე შემორჩენილია აგურით ნაგები, სამრეკლოს პირველი სართული. იგი გეგმით კვადრატულია და ოთხივე მხარეს ოდნავ შეისრული თაღებითაა გახსნილი, გარედან თაღები ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ, სწოღკუთხა არეში, შიგნით სართული გადახურულია დადაბლებული პროპორციების გუმბათოვანი კამარით.

ლიტერატურა

რედაქტირება