ჯიროლამო რიარიო
ჯიროლამო რიარიო (იტალ.: Girolamo Riario) (* 1443, სავონა; † 1488, ფორლი) - იყო იმოლისა და ფორლის ბატონი.
ჯიროლამოს მამა პაოლო რიარიო სავონელი არისტოკრატი იყო, ხოლო დედა ბიანკა დელა როვერე რომის პაპის სიქსტ IV-ის და. არაოფიციალური მონაცემებით ჯიროლამო თვითონ პაპ სიქსტ IV-ის ვაჟი უნდა ყოფილიყო.
1478 წელს გიროლამო რიარიომ მონაწილეობა მიიღო პაცების შეთქმულებაში. ფლორენციაში უნდა დამხობილიყო მედიჩების ძალაუფლება, მოეკლათ ლორენცო და ჯულიანო I მედიჩები და ქალაქის რეგენტები ფრანცესკო დე პაცი და ჯიროლამო რიარიო უნდა გამხდარიყვნენ. შეთქმულება მარცხით დამთავრდა, მათ მხოლოდ ჯულიანო I-ის მოკვლა შეძლეს, ხოლო ლორენცომ ფლორენციელები თავის მხარეზე გადაიბირა და პაცების საგვარეულო თითქმის მთლიანად ამოწყვიტა. გადარცენილები ქალაქიდან სამუდამოდ იქნენ გაზევებულნი.
1473 წელს სიქსტ IV მილანის ჰერცოგ გალეაცო მარია სფორცასაგან შეიძინა ქალაქი იმოლა და ჯიროლამოს უბოძა. სიქსტ IV-ის შუამავლობით ჯიროლამო რიარიომ 1472 წელს იქორწინა კატერინა სფორცაზე, მილანის ჰერცოგის უკანონო შვილზე და 1480 წელს ქალაქი ფორლი გადაეცა სამფლობელოდ.
1484 წელს იმოლაში სახალხო აჯანყებამ იფეთქა და ჯიროლამო ქალაქიდან იქნა გაძევებული, ხოლო მომდევნო 1488 წლის აჯანყებას მისი სიცოცხლეც კი ემსხვერპლა.