პაოლო რიარიო
(გადამისამართდა გვერდიდან რიარიო, პაოლო)
პაოლო რიარიო (იტალ.: Paolo Riario) († 1453/1459) იყო სავონელი არისტოკრატი. 1440 წელს მან იქორწინა რომის პაპის სიქსტ IV-ის და ბიანკა დელა როვერეზე, რომელთანაც შეეძინა შვილები:
- ვიოლანტე (1441-1483) - ანტონიო სანსონის მეუღლე და რაფაელე სანსონი რიარიოს დედა.
- ჯიროლამო (1443-1488) – იმოლასა და ფორლის ბატონი.
- პიტრო (1445-1474) - კარდინალი.