რეჯინალდ ბარკლი

ვარსკვლავური გზის პერსონაჟი.

რეჯინალდ ბარკლი (ინგლ. Reginald Barclay) - ვარსკვლავური გზის პერსონაჟი, მონაწილეობს სერიალებში ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა და ვარსკვლავური გზა: ვოიაჟერი, ასევე სრულმეტრაჟიან ფილმში ვარსკვლავური გზა: პირველი კონტაქტი.

რეჯინალდ ბარკლი
რასა ადამიანი
სქესი მამრობითი
საქმიანობა

USS Zhukov USS Enterprise-D USS Enterprise-E

Pathfinder Project
წოდება ლეიტეენანტი
თანამდებობა ინჟინერი
ორგანიზაცია ვარსკვლავური ფლოტი
მონაწილეობს

ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა
ვარსკვლავური გზა: პირველი კონტაქტი

ვარსკვლავური გზა: ვოიაჟერი
მსახიობი დუაიტ შულტცი
IMDB IMDb პროფილი

ინფორმაცია პერსონაჟზე

რედაქტირება

რეჯინალდ ბარკლი პირველად გამოჩნდა სერიალში ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა როგორც ინჟინერი. მას ჰქონდა პრობლემები ადამიანებთან ურთიერთობაში, ამიტომ შექმნა ჰოლოგრაფიული სამყარო. ლეიტენანტი ლა ფორჟი და მრჩეველი დიანა ტროი ცდილობდნენ დახმარებოდნენ ამ პრობლემების მოგვარებაში. როდესაც ხომალდის სისტემაში არსებული არსებული ხარვეზების გამო შეიქმნა ავრიური სიტუაცია სწორედ ბარკლიმ იპოვა გაუმართაობის მიზეზი რითაც ხომალდი დაღუპვას გადაარჩინა.

ეპიზოდში „N-ური ხარისხი“ ბარკლი შეიაწავლიდა უცხოპლანეტურ ზონდ, რა დროსაც მოხვდა უცნობი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ და მიიღო მატერიისა მართვის უნარი. იგი მართავს ენტერპრაიზს და მიჰყავს იგი უცნობ სისტემაში. როგორც ირკვევა ზონდი გამოგზანა უცხო ცივილიზაციამ სხვა რასების შესწავლის მიზნით.

ბარკლის აწუხებდა შიშები ტრანსპორტერის მიმართ, თუმცა საბოოლოოდ მან დაძლია იგი. ეპიზოდში „ხომალდი ბოთლში“ იგი შემთხვევით ააქტიურებს პროფესორ მორიარტის ჰოლოგრაფიულ პერსონაჟს. მორიარტი ქმნის ხომალდის ჰოლოგრაფიულ ასლს, სადაც იტყუებს კაპიტან პიკარს, დეიტას და ბარკლის და ცდილობს ხელში ჩაიგდოს ენტერპრაიზის მართვა. საბოლოოდ მორიარტის ათავსებენ კომპიუტერულ სიმულაციაში, სადაც იგი აგრძელებს არსებობას იმაში დარწმუნებული რომ დატოვა ხომალდი.

მის სახელს ატარებს დაავადება რიმელმაც გამოიწვია ეკიპაჟის წევრთა დე-ევოლუცია.

 
ბარკლი ხელს ართმევს ზეფრამ კოკრეინს

ენტერპრაიზ-D_ს განადგურების შემდეგ ბარკლი გადავიდა ახალ ხომალდზე პიკარის მეთაურობის ქვეშ. როდესაც ხომალდი მოხვდა 2063 წელს, ლეიტენანტმა ბარკლიმ აისრულა მთალი ცხოვრების ოცნება როდესაც ხელი ჩამოართვა და გაესაუბრა თვით ზეფრამ კოკრეინს.

 
რეჯინალდ ბარკლი და დიანა ტროი

მას შემდეგ, რაც ფედერაციის ხომალდი USS ვოიაჯერი დაიკარგა დელტა კვადრანტში რეჯინალდ ბარკლი ფანატიკურად ეძებდა მასთან დაკავშირების საშუალებას, იგი ქმნის ხომალდის ეკიპაჟის ჰოლოგრაფიულ სიმულაციას. ფსიქოლოგიური პრობლემების გამო მან დახმარებისთვის მიმართა თავის მეგობარს და ფსიქოლოგს დიანა ტროის. ბარკლიმ შეიმუშავა კავშირის მეთოდი. პირველი მცდელობისდას დაკავშირება ვერ მოხერხდა, მიუხედავად ამისა მან დაარღვია რა პირდაპირი ბრძანება, განაგრძო მუშაობა და საბოოლოოდ წარმატებით დაამყარა კავშირი.

როცა დოქტორი ციმერმანი ავად ხდება ბარკლის გადაყავს ექიმი ვოიაჯერიდან სადგურ იუპიტერზე. მოგვიანებით იგი ქმნის საკუთარ ჰოლოგრაფიულ ასლს და აგზავნის ვოიაჯერზე რათა იგი დაეხმაროს მათ დაბრუნებაში. თუმცა ჰოლოგრამას ხელში იგდებენ ფერენგები და გადააპროგრამებენ საკუთარი მიზნებისთვის, მათ სურთ ხელში ჩაიგდონ ცხრიდან მეშვიდეს ნანობოტები. საბოლოოდ ბარკლი ახერხებს ჩაშალოს მათი გეგმა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება