რეხის ბრძოლა (842)
რეხის ბრძოლა — მუჰამად იბნ ხალიდის ლაშქრობის დროს გამართული ბრძოლა 842 წელს შიდა ქართლში, სოფელ რეხასთან.
დაახლოებით 842 წელს, ხალიფა ალ-ვასიკის მმართველობის დროს (842—847), არაბებმა ილაშქრეს ქართლში განმდგარი თბილისის ამირა საჰაკის დასამორჩილებლად. არაბებს მუჰამად იბნ ხალიდი სარდლობდა. ტაო-კლარჯეთის კურაპალატი ბაგრატ აშოტის ძე მუჰამად იბნ ხალიდის მიემხრო და დამხმარე რაზმები შეაშველა, სანაცვლოდ არაბთა სარდალმა მას ქართლი უბოძა. ქართველ-არაბთა გაერთიანებულმა ლაშქარმა მალე უფლისციხე დაიკავა. ამირა საჰაკმა შეკრიბა ლაშქარი და მტერს სოფ. რეხასთან დაუხვდა. ამ ბრძოლაში ვერც ერთმა მხარემ ვერ გაიმარჯვა და მუჰამადი ბარდავს წავიდა.
აგრეთვე იხილეთ
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 2, თბ., თბ., 1965;
- ჯანაშია ს., არაბობა საქართველოში, შრომები, ტ. 2, თბ., 1952;
- ქართლის ცხოვრება, ტ. 1, თბ., 1955;
- ხანთაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 234.