რექვიენის მუზეუმი
რექვიენის მუზეუმი (ფრანგ. Muséum Requien) — ბუნების ისტორიის მუზეუმი ავინიონში, საფრანგეთი. მუზეუმში გამოფენილია ჟან ანრი ფაბრის ნამუშევრები. მუზეუმს სახელი ფრანგი ნატურალისტის ესპრი რექვიენის პატივსაცემად დაარქვეს.
ისტორია
რედაქტირება1840 წელს ესპრი რექვიენმა მუზეუმი დააარსა როგორც საოცრებების კაბინეტი.[1] ესპრი რექვიენი იყო ბოტანიკოსი, პალეონტოლოგი, მალაკოლოგი და ნატურალისტი რომელიც დაიბადა ავინიონში რუ დე ლისის მახლობლად, 1788 წლის 6 მაისს, მოკრძალებულ საცხოვრებელში. 1849 წელს რექვიენი გახდა კალვეს მუზეუმის ადმინისტრატორი. იგი გარდაიცვალა 1851 წლის 30 მაისს ბონიფაჩოში. განათლებულმა კოლექციონერმა გარდაცვალებამდე ჯერ კიდევ ცხრა წლით ადრე გადაანაწილა მისი კუთვნილი თანხები ფონდებში. კოლექციები რეგულარულად ივსებოდა ადგილობრივი მკვლევრებისა და მეცნიერების მიერ, განსაკუთრებით ჟან-ანრი ფაბრის მიერ.[2] 1943 წელს მუზეუმი გადაიტანეს რაფელის-დე-სუასანის სასტუმროში და განათავსეს სამ სართულზე.[3]
მუზეუმის საქმიანობა
რედაქტირებაყველაზე თვალსაჩინო აქტივობა თავად მუზეუმია, რომელიც აღწერს ვოკლუზის ფაუნასა და ფლორას პრეისტორიული დროიდან. ამასთანავე, კვლევითი საქმიანობა გრძელდება ეროვნულ და ევროპულ დონეზე, განსაკუთრებით ესპრი რექვიენის ბიბლიოთეკის 18,000 წიგნის კონსულტაციით.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Museum & Bibliothèque Requien - Histoire Naturelle - Fondation Calvet. ციტირების თარიღი: 2022-06-06
- ↑ Le musée Requien. ციტირების თარიღი: 2022-06-06
- ↑ Museum & Bibliothèque Requien - Histoire Naturelle - Fondation Calvet. ციტირების თარიღი: 2022-06-06
- ↑ Museum & Bibliothèque Requien - Histoire Naturelle - Fondation Calvet. ციტირების თარიღი: 2022-06-06