რენე გილი[7] (ფრანგ. René Ghil; ნამდვილი სახელი და გვარია რენე გილბერტი; დ. 27 სექტემბერი 1862 — გ. 15 სექტემბერი, 1925) — ფრანგი პოეტი, სამეცნიერო პოეზიის თეორეტიკოსი. თავისი იდეების ფორმულირება მოახდინა სამეცნიერო თხზულებაში „ტრაქტატი სიტყვის შესახებ“[8] („Traité du verbe“), რომელიც პირველად გამოსცა ოცდაოთხი წლის ასაკში, 1886 წელს.

რენე გილი
ფრანგ. René Ghilbert
დაბადების თარიღი 27 სექტემბერი, 1862(1862-09-27)[1]
დაბადების ადგილი Tourcoing[1]
გარდაცვალების თარიღი 15 სექტემბერი, 1925(1925-09-15)[1] [2] [3] [4] [5] (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიორი[1]
საქმიანობა პოეტი[1] [6]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი
ალმა-მატერი კონდორსეს ლიცეუმი

მისი პირველი წიგნი იყო „სულისა და სისხლის ლეგენდა“ (1885 წ.), რომლის ვრცელი წინასიტყვაობაც მიიჩნეოდა სამეცნიერო პოეზიის მანიფესტად. ამით მის მეცნიერულ კვლევასა ჩაეყარა საფუძლველი ლექსმცოდნეობაში. თუმცა კი ამ ადრეული ექსპერიმენტით ის არ დაკმაყოფილებულა; არაერთხელ დაუბრუნდა ამ საკითხს და მხოლოდ 1887 წელს მისცა თავის თეორიას დასრულებული სახე.

რენე გილი იყენებდა ემილ ზოლას მაგალითს, რომელმაც სცადა გაეერთიანებინა ლიტერატურა თანამედროვე მეცნიერების მიღწევებთან და გაემართლებინა თავისი „ექსპერიმენტული რომანი“ კლოდ ბერნარის სამეცნიერო გამოკვლევების საფუძველზე.[9]

რენე გილი სარგებლობდა თავისი დროის სამეცნიერო მიღწევებით ვერსიფიკაციული პრობლემების გადასაჭრელად. მას შემდეგ, რაც არსებობდა მხატვარი იმპრესიონისტების თეორიულად ჩამოყალიბებული გამოცდილება წერილობითი სახით და, ამას გარდა, ჰელმჰოლცსაც დაწერილი ჰქონდა შრომები ოპტიკაზე, გილმა გადაწყვიტა გამოეყენებინა მისი იდეები „ბგერით შეგრძნებებზე“ თავის თეორიაში „სიტყვათა ინსტრუმენტაციისთვის“ (Instrumentation Verbale).

მიუხედავად იმისა, რომ გილის ფილოსოფიური მსჯელობა ლოგიკურად არასრულყოფილი იყო, მაინც დადებითი გავლენა მოახდინა ახალ პოეტიკაზე. ამან კიდეფ უფრო მეტად გაამწვავა პრობლემა სიტყვიერი მასალისა და პოეტური გამოხატულების ურთიერთმიმართების შესახებ (ლექსში ფონეტიკის სიმბოლურობის კრიტიკა და ბოლოს ამ ჰიპოთეზის ფიასკო).

ამ ერთიანობის რეალიზებას გილი ცდილობდა სისტემატური თანმიმდევრობით თავისი წიგნების ციკლში, რომელთაგანაც „ტრაქტატი სიტყვის შესახებ“ ითვლებოდა მხოლოდ შესავლად. თუმცა კი უნდა ითქვას ისიც, რომ არც ეპოქის დეკადენტური განწყობა და არც გილის ტალანტი არ აკმაყოფილებდა ამ მოთხოვნებს.

გილი სისტემატურად თანამშრომლობდა ფრანგულ ჟურნალებთან: „საფრანგეთის მერკური“ („Mercure de France“) და „წერილები ლიტერატურაზე“ („Ecrits pour l’art“).

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Белугина Л. Т. Гиль // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 2.
  2. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  6. З. В. Гиль, Рене // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1893. — Т. VIIIа. — С. 673.
  7. COMPAGNON, « GHIL RENÉ GUILBERT dit RENÉ - (1862-1925)  », Encyclopædia Universalis http://www.universalis.fr/encyclopedie/ghil-rene-guilbert-dit-rene/ დაარქივებული 2018-08-30 საიტზე Wayback Machine.
  8. https://archive.org/stream/traitduverbe00ghilgoog#page/n1/mode/2up
  9. Edward Kearns, The Idealisms of 1886: René Ghil, Mallarmé, and a "Présence de Baudelaire", Source: The Modern Language Review, Vol. 89, No. 2 (Apr., 1994),  pp. 318-327 http://www.jstor.org/stable/3735235