რენე ანდრიანარივუ
რენე ტანტელი გაბრიუ ანდრიანარივუ (მალაგ. René Tantely Gabrio Andrianarivo; დ. 25 მაისი, 1954) — მადაგასკარელი პოლიტიკოსი, მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 1998 წლის 23 ივლისიდან 2002 წლის 31 მაისამდე; პრეზიდენტ დიდიე რაცირაკას მმართველობისას.
რენე ტანტელი გაბრიუ ანდრიანარივუ მალაგ. René Tantely Gabrio Andrianarivo | |
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 ივლისი, 1998 – 31 მაისი, 2002 | |
პრეზიდენტი | დიდიე რაცირაკა |
წინამორბედი | პასკალ ჟოზეფ რაკუტუმავუ |
მემკვიდრე | ჟაკ იუგ სილა |
დაბადებული | 25 მაისი, 1954 (60 წლის) ამბუსიტრა, მადაგასკარი |
რაცირაკას პირველი ვადით პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას (მეორე რესპუბლიკა), ანდრიანარივუ მუშაობდა მთავრობაში მრეწველობის, ენერგეტიკისა და მაღაროების მინისტრად.[1]
1996 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში რაცირაკას გამარჯვების შემდეგ, ანდრიანარივუ გახდა ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით პრემიერ-მინისტრ პასკალ ჟოზეფ რაკუტუმავუს მთავრობაში 1997 წლის 27 თებერვლიდან. იგი იყო სამი ვიცე-პრემიერ-მინისტრიდან ერთ-ერთი პიეროტ რაჯაონარიველოსა და ერიზო რაზაფიმაჰალეოსთან ერთად.[2][3] მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 1998 წლის მაისში. ანდრიანარივუ შერჩეულ იქნა ახალ პრემიერ-მინისტრად პრეზიდენტ რაცირაკას მიერ. ამ პოსტზე მან რაკუტუმავუ შეცვალა.[4] 2002 წელს დიდიე რაცირაკასა და მარკ რავალომანანას შორის მიმდინარე საარჩევნო დავებისას, რის შედეგადაც რაცირაკა იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო, 22 თებერვალს რავალომანანას მიერ თავის პრეზიდენტად გამოცხადების საპასუხოდ, ანდრიანარივუმ რაცირაკას მიერ დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.[5] მომდევნო თვეებში ორი კონკურენტი მთავრობა კუნძულზე კონტროლის დამყარებისათვის იბრძოდა. 2002 წლის 27 მაისს რავალომანანას ძალები შეიჭრნენ ანტანანარივუში მდებარე პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში — დედაქალაქის უკანასკნელ შენობაში, რომელსაც ჯერ კიდევ რაცირაკას მთავრობა აკონტროლებდა და ანდრიანარივუ დააკავეს. რეზიდენცია რავალომანანას პრემიერ-მინისტრმა, ჟაკ სილამ დაიკავა.[6][7][8] საპასუხოდ, რაცირაკამ უარი განაცხადა ანდრიანარივუს გათავისუფლებამდე დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაზე.[8]
ანდრიანარივუს სასამართლო პროცესი 2003 წლის 22 დეკემბერს დაიწყო,[9] ხოლო 24 დეკემბერს დამნაშავედ ცნეს სახსრების გაფლანგვისა და ძალაუფლების მითვისების ბრალდებებში[10] და 12 წლის განმავლობაში შრომა მიუსაჯეს.[10][11] ასევე, დაეკისრა 42 მილიარდი მალაგასური ფრანკის,[11] დაახლოებით 7,6 მილიონი აშშ დოლარის გადახდა: დაახლოებით $7,4 მლნ მითვისებული ფულის დასაბრუნებლად, ხოლო $200 000 მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.[10]
2007 წლის 3 მაისს ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით $2.3 მილიონს, რომელიც ანდრიანარივუს შვეიცარიაში ერიცხებოდა, შეზღუდვები მოეხსნა და მისთვის კვლავ ხელმისაწვდომი გახდა ფულის გათეთრების ბრალდებით მის წინააღმდეგ აღძრული გამოძიების შეწყვეტის გამო, რის მიზეზადაც მტკიცებულებების არარსებობა დასახელდა. ანდრიანარივუს 2003 წლის ბოლოს დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისათვის თანხის გადახდა მაინც მოუწია. მადაგასკარის მთავრობამ, რომელიც ფულზე პრეტენზიას აცხადებდა შვეიცარიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.[12]
2007 წლის 11 ივნისს, საფრანგეთში, ანდრიანარივუ შეხვდა ყოფილ პრეზიდენტ ალბერტ ზაფის. წინა დღეებში ზაფი, ასევე, შეხვდა რაცირაკასა და ყოფილ ვიცე-პრემიერ პიეროტ რაჯაონარიველოს.[13] ანდრიანარივუ და რაცირაკა კვლავ შეხვდნენ ზაფის 25 ივნისს.[14]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Patrick Rajoelina, Quarante années de la vie politique de Madagascar: 1947-1987 (1988), L'Harmattan, page 76.
- ↑ "Le pays de 1982 à 1997" დაარქივებული 2011-07-24 საიტზე Wayback Machine. , afriquepluriel.ruwenzori.net (ფრანგული).
- ↑ "მადაგასკარი: ახალი პრემიერი აცხადებს კაბინეტს", მალაგასური ეროვნული რადიო, 27 თებერვალი, 1997.
- ↑ "ანდრიანარივუ მადაგასკარის ახალ პრემიერ-მინისტრად დასახელდა", BBC-ის ახალი ამბები პირადირ ეთერში, 23 ივლისი, 1998.
- ↑ "საგანგებო მდგომარეობა მადაგასკარში", BBC-ის ახალი ამბები პირადირ ეთერში, 22 თებერვალი, 2002.
- ↑ "მადაგასკარის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დააპატიმრეს", BBC-ის ახალი ამბები პირადირ ეთერში, 27 მაისი, 2002.
- ↑ "Fresh outbreak of violence threatens new peace talks", IRIN, 27 მაისი, 2002.
- ↑ 8.0 8.1 "რაცირაკა უარს ამბობს ახალ მოლაპარაკებებზე სანამ მისი პრემიერ-მინისტრი არ გათავისუფლდება", IRIN, 28 მაისი, 2002.
- ↑ Amnesty International report on Madagascar in 2003 დაარქივებული 2004-08-15 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ 10.0 10.1 10.2 "Former Madagascar premier sentenced to 12 years of hard labor for role in election crisis", Associated Press, 24 დეკემბერი, 2003.
- ↑ 11.0 11.1 "Prisonniers politique; Conditions… inavouables". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-05. ციტირების თარიღი: 2015-03-07., Madagascar Tribune, N° 4537, 26 დეკემბერი, 2003 (ფრანგული).
- ↑ "Madagascan money laundering case dropped" დაარქივებული 2016-12-22 საიტზე Wayback Machine. , Swissinfo, May 3, 2007.
- ↑ "Zafy Albert en France; Tête à tête avec Didier Ratsiraka" დაარქივებული 2019-08-08 საიტზე Wayback Machine. , Madagascar Tribune, June 12, 2007 (ფრანგული).
- ↑ "Rencontre Ratsiraka-Zafy-Tantely" დაარქივებული 2016-12-21 საიტზე Wayback Machine. , Madagascar Tribune, June 27, 2007 (ფრანგული).
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: პასკალ ჟოზეფ რაკუტუმავუ |
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 23 ივლისი, 1998 – 31 მაისი, 2002 |
შემდეგი: ჟაკ იუგ სილა |