ალბერტ ზაფი
ალბერტ ზაფი (მალაგ. Albert Zafy; დ. 1 მაისი, 1927, ამბილუბე, მადაგასკარი — გ. 13 ოქტომბერი, 2017, სენ-პიერი, საფრანგეთი) — მადაგასკარელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. მადაგასკარის პრეზიდენტი 1993-1996 წლებში.
ალბერტ ზაფი | ||
ალბერტ ზაფი (მარცხნივ) | ||
მადაგასკარის პრეზიდენტი | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
27 მარტი, 1993 – 5 სექტემბერი, 1996 | ||
წინამორბედი | დიდიე რაცირაკა | |
მემკვიდრე | ნორბერტ რაცირაონანა | |
დაბადებული | 1 მაისი, 1927 ამბილუბე | |
გარდაცვლილი | 13 ოქტომბერი, 2017 სენ-პიერი, საფრანგეთი | |
მეუღლე | ტერეზა ზაფი[1] |
1992 წლის არჩევნებში პირველ ტურში მიიღო ხმების 45 %[2], მეორე ტურში კი 66,74 %[3] და დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი დიდიე რაცირაკა. 1993 წლის ივნისში მისმა მომხრეებმა ურავლესობა მოიპოვეს პარლამენტშიც. 1996 წელს რაცირაკას მომხრეებმა მოაწყვეს საპროტესტო დემონსტრაცია ზაფის ხელისუფლების წინააღმდეგ. ეროვნულმა ასამბლეამ მისი იმპიჩმენტის საკითხი დააყენა და 4 სექტემბერს უზენაესი სასამართლოც დაეთანხმა იმპიჩმენტს[4]. 5 სექტემბერს გადადგა და დაინიშნა ახალი არჩევნები. 29 დეკემბერს გამართულ არჩევნების მეორე ტურში მიიღო ხმების 49,29 % და დამარცხდა დიდიე რაცირაკასთან[2].
აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა თანამდებობიდან გადადგომის შემდეგაც.