რემეზი
რემეზი (ლათ. Remizinae) — ფრინველების ქვეოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. აერთიანებს 8 სახეობას. წვრილ-წვრილი ფრინველებია, რომელთაგან Anthoscopus-ის გვარის 6 სახეობა გავრცელებულია აფრიკაში, Auriparus-ის 1 სახეობა — ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-დასავლეთში, Remiz-ის 1 სახეობა ევროპასა და აზიაში. საქართველოში ალაზნისპირეთში, მტკვრისპირეთში — თბილისი-რუსთავის გზის გაყოლებით და სხვა ადგილებში ბუდობს ამ ფრინველის 2 ქვესახეობა — ირანული რემეზი (Remiz pendulinus menzbieri) და კასპური რემეზი (Remiz pendulinus caspicus). მისი სხეულის სიგრძეა 11 სმ. მოქსოვილ დაკიდულ ბუდეში დებს 4-10 კვერცხს. იკვებება მწერებით, ობობებით, ბალახოვანი მცენარეების თესლებით.
რემეზი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Auriparus flaviceps | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Remizinae | |||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 353-354.