ავიატორის სათვალესათვალის სტილი, რომელიც გამოგონილ იქნა კომპანია Bausch & Lomb-ის მიერ და ცნობილია ბრენდ Ray-Ban-ის სახელით. მას ახასიათებს მუქი, ხშირად ამრეკლი ლინზები, რომელნიც თვალის კაკალზე ორჯერ ან სამჯერ დიდნი არიან, აქვს ძალიან თხელი ჩარჩო, ორი ან სამი დამაკავშირებელი ხიდით და ხიშტი ყურსაცმი. ორიგინალური დიზაინი გამოირჩევა G-15 რბილი სათვალის ლინზებით, ანუ ნეიტრალური ნაცრისფრით და სინათლის 20%-ის გამტარობით. დიდი ლინზები არა ბრტყელები, არამედ ოდნავ გამობურცულები არიან. სათვალის დიზაინი ცდილობს დაფაროს, ადამიანის თვალის არეალის, რაც შეიძლება დიდი ნაწილი და რაც შეიძლება მეტად შეუშალოს სინათლის თვაზლე მოხვედრას ნებისმიერი კუთხიდან[1].

Ray-Ban 3025 დიდ ლითონიანი სათვალე „ავიატორი“
 
გენერალი დაგლას მაკარტური ავიატორის სათვალეში. 1944 წელი, კუნძული ლეიტე, ფილიპინები.

ავიატორის სათვალეები ან „პილოტის მინები“ ბრენდ რეი-ბანის მიერ 1936 წელს იქნა გამოგონებული, რათა მფრინავების თვალები, ფრენის დროს, მზისგან დაეცვა. ბრენდმა ამ სათვალეების მასობრივი გაყიდვა მათი შემუშავებიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყო.

„ავიატორი“ კარდგად ცნობილი სათვალის სტილი, მეორე მსოფლიო ომის დროს, გენერალ დაგლას მაკარტურის ფილიპინებში ვიზიტის შემდეგ გახდა. გაზეთების ფოტოგრაფებმა, ამ სათვალეში მას რამდენიმე სურათი გადაუღეს[2]. ავიატორის სათვალეებმა ასევე დიდი მოწონება ჰპოვეს ფრანგულ არმიაშიც.

„ავიატორები“ პოპულარულები იყვნენ 1960-იანი წლებიდან, მაგრამ უფრო პოპულარულები პოპ კულტურის წარმომადგენლების პოლ მაკ-კარტნის[3], რინგო სტარის[3], ფრედი მერკურის და მოგვიანებით ფილმ Top Gun-ის მონაწილე პოპულარული მსახიობების ტომ კრუზის, ვალ კილმერისა და ენტონი ედვარდსის მიერ ამ სათვალეების ტარების შემდეგ გახდა (ამ ფილმის გაშვებიდან 7 თვის განმავლობაში ბრენდის გაყიდვებმა 40%-ით მოიმატა.)[4]. რეი-ბანის „ავიატორიები“ ასევე შესამჩნევი იყო ფილმებში კობრა, სადაც მთავარ როლში სილვესტერ სტალონე მონაწილეობდა და იცხოვრო და მოკვდე ლ.ა.-ში — სადაც ორი მთავარი პერსონაჟი მთელი ფილმის განმავლობაში ატარებს ამ სათვალეებს. 1990-იან წლებში, მათმა პოპულარულობამ იკლო, თუმცა ადრეული 2000-იან წლებიდან ისევ პოპულარობის ზრდა დაიწყო.

სათვალე „ავიატორზე“ დღემდე დიდი მოთხოვაა სამხედრო და სამოქალაქო პილოტებს შორის, ასევე ისინი საკმაოდ პოპულარულნი არიან ამერიკელ პოლიციელებშიც.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რეი-ბანი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება