Ray-Ban
(გადამისამართდა გვერდიდან რეი-ბანი)
Ray-Ban — მზის დამცავი სათვალეების ამერიკული ბრენდი. დაარსდა და პირველი მოდელი გამოუშვა 1937 წელს. მას ერქვა Aviator და განკუთვნილი იყო აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტებისთვის.
დაფუძნდა | 1937 |
---|---|
დამაარსებელი | ლესტერ ბელისარიო |
სათავო ოფისი |
მილანი, იტალია. ადრე როჩესტერი, ნიუ-იორკი, აშშ |
პროდუქცია | სათვალე |
მფლობელი | Luxottica |
1930 და 1940 წლების მანძილზე Ray-Ban თანამშრომლობდა აშშ-ის თავდაცვის კომპლექსთან და თავის პროდუქციას აწვდიდა როგორც აღჭურვილობას სამხედროებისთვის. ომის შემდგომ ათწლეულში Ray-Ban უშვებს ახალ მოდელს — Wayfarer-ს.
თავდაპირველად ბრენდი Ray-Ban-ი კომპანია Bausch & Lomb-ის საკუთრება იყო. ხოლო 1999 წელს სავაჭრო მარკა შეიძინა Luxottica Group-მა 1,2 მილიარდ დოლარად.
გალერეა
რედაქტირება-
Ray-Ban „Aviator“
-
კლასიკური Ray-Ban „Wayfarer“ 1980
-
თანამედროვე Ray-Ban „New Wayfarer“