რეიჩელ ებოტი ( შეილა როჯერსის ფსევდონიმი; დ. 1952) — ფსიქოლოგიური თრილერების ინგლისელი ავტორი, თვითგამომცემელი. მისი პირველი შვიდი რომანი (და ერთი ნოველა) ერთიანად გაიყიდა სამ მილიონზე მეტი ეგზემპლარი[3] და ყველა იყო ბესტსელერი Amazon Kindle-ის მაღაზიაში. [4] 2015 წელს იგი დასახელდა მე-14 ბესტსელერ ავტორად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Amazon's Kindle-ზე, დიდ ბრიტანეთში. [5]

რეიჩელ ებოტი
დაბადების თარიღი 1952[1]
დაბადების ადგილი მანჩესტერი
ფსევდონიმი Rachel Abbott
საქმიანობა რომანისტი და მწერალი[2]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
ჟანრი თრილერი
საიტი rachel-abbott.com

ბიოგრაფია

რედაქტირება

რეიჩელ ებოტი გაიზარდა მანჩესტერის მახლობლად, ინგლისში . [6] მუშაობდა სისტემების ანალიტიკოსად და შემდეგ დააარსა ინტერაქციული მედია კომპანია, სადაც ავითარებდა პროგრამულ უზრუნველყოფასა და ვებგვერდებს განათლების ბაზრისთვის. [6] 2000 წელს მან გაყიდა კომპანია დაახლოებით 5 მილიონ ფუნტად. გაყიდვის შემდეგ, იგი საცხოვრებლად ლანკაშირიდან, ინგლისი, იტალიაში გადავიდა, სადაც აღადგინა მე-15 საუკუნის იტალიური მონასტერი, რომელშიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის და მისი მეუღლე მუშაობდნენ როგორც ქორწილებისა და წვეულებების ორგანიზატორები. [4] [7]

2009 წელს ებოტმა გადაწყვიტა დაეწერა წიგნი ერთი ჩვეულებრივი ქალის ყოველდღიურობის შესახებ, რომელიც აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, რომ მას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა მკვლელობისა. [6] ებოტს 18 თვე დასჭირდა პირველი მონახაზის დასაწერად. [7] 2011 წლის ნოემბერში, რამდენიმე ლიტერატურული აგენტის მიერ უარის თქმის შემდეგ, ებოტმა, იმ დროისათვის 59 წლისამ, გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი, მხოლოდ უდანაშაულო, ამაზონზე, მისი ფსევდონიმით . [4] [7] წიგნი თავიდან ნელა იყიდებოდა, გაყიდვები გაიზარდა მას შემდეგ, რაც ებოტმა წამოიწყო ძლიერი მარკეტინგული კამპანია. [8] [9]

პირველი წარმატების შემდეგ გამოაქვეყნა სამი ნაშრომი. მისი მეოთხე რომანი უცხო ბავშვი გამოქვეყნდა 2015 წლის 24 თებერვალს [10] იმავე წელს მან გამოაქვეყნა ნოველა არსად მყოფი ბავშვი, რომელშიც იგივე პერსონაჟებია, როგორც უცნაურ ბავშვში . [11] 2016 წელს მან გამოაქვეყნა მეექვსე რომანი, მომკალი კვლავ . [12] მისი ხუთი რომანი და ერთი ნოველა ფოკუსირებულია ურთიერთობებსა და დანაშაულზე და ყველა ერთსა და იმავე დეტექტივს, მთავარ ინსპექტორ ტომ დუგლასის ცხოვრებას ასახავს. ებოტმა აღწერა ეს პერსონაჟი, როგორც „ნამდვილად პატიოსანი, კარგი ბიჭი, რომელიც უბრალოდ იზიდავს არასწორ ქალებს“. [13]

მუშაობდა აგენტთან 2012 წლიდან, [4]ის აქვეყნებდა წიგნებს დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში გამომცემლის მეშვეობით. [14] მისი წიგნები ითარგმნა შვიდ სხვადასხვა ენაზე. [10]

2015 წლისთვის, ებოტის პირველი სამი რომანი, ყველა გამოქვეყნებული დიდ ბრიტანეთში, პირველი ორი გამოქვეყნებული Thomas & Mercer-ის მიერ აშშ-ში, საერთო ჯამში გაიყიდა ერთი მილიონი ეგზემპლარი. სამივე იყო ბესტსელერი Amazon-ის Kindle მაღაზიაში. [4] [13] 2016 წლის მარტისთვის მან ორი მილიონი წიგნი გაყიდა. [12] 2015 წელს ებოტი დასახელდა Amazon-ის ყველაზე პოპულარულ დამოუკიდებლად გამოქვეყნებულ ავტორად დიდ ბრიტანეთში; [15] ის არის ამაზონის ნომერ პირველი ელექტრონული წიგნების გამყიდველი კრიმინალისტიკასა და თრილერებში. [10] ასევე 2015 წელს, იგი დასახელდა მე-14 ბესტსელერად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Amazon-ის Kindle-ზე დიდ ბრიტანეთში. მას შემდეგ რაც პირველად გამოქვეყნდა პლატფორმაზე 2011 წელს [5] [15] 2015 წლისთვის (აგვისტომდე), უცხო ბავშვი იყო ყველაზე მოთხოვნადი წიგნი Amazon UK-ის ბიბლიოთეკის სერვისიდან და მე-11 ადგილზე გავიდა Amazon UK-ის 2015 წლის ყველაზე გაყიდვადი ელექტრონული წიგნების სიაში [16] [17]

2017 წელს The Express-მა მას უწოდა „დაგრეხილი სასპენსების დედოფალი“. [18] იმ წელს, ხუთმხრივი აუქციონის შემდეგ, ებოტმა ხელი მოაწერა ორ წიგნს Headline Publishing Group- თან, რათა გამხდარიყო ჰიბრიდული ავტორი . გარიგების შემდგომ გამოქვეყნებულ პირველი წიგნი, და ასე იწყება, არის ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც სვამს კითხვას, შეიძლება თუ არა ოდესმე მკვლელობის სათანადო დაცვა. წიგნშ მან წარმოადგინა ახალი პერსონაჟი, სერჟანტი სტეფანი კინგი და გამოიცა 2018 წელს [19]

ებოტი 2017 წელს მიიწვიეს ამაზონის საინაუგურაციო Kindle Storyteller Award-ის მოსამართლედ, მოდელ და მსახიობ ლილი კოულთან და დამოუკიდებელი ავტორთა ალიანსის დამფუძნებელ ორნა როსთან ერთად. [20]

2018 წელს ებოტმა გამოსცა მეშვიდე რომანი, მოდი ცოტა უფრო ახლოს . 2021 წლის მონაცემებით, ებოტმა გაყიდა თავისი წიგნების ოთხ მილიონზე მეტი ეგზემპლარი მთელ მსოფლიოში.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ებოტი და მისი ქმარი ცდილობენ ერთმანეთს დაუკავშრდნენ იტალიის ლე მარკის რეგიონსა და კუნძულ ალდერნის შორის, ნორმანდიის ერთ-ერთი კუნძული

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. BNE authority file
  2. Czech National Authority Database
  3. Sleep apnoea: 'Doctors told me I hadn't slept for 10 years'. ციტირების თარიღი: 9 October 2018.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Dalya Alberge, "Crime writer hits killer 1m sales – with no publisher," The Sunday Times, 8 February 2015.
  5. 5.0 5.1 Hannah Furness, "Retiree who wrote novel for fun joins world-famous authors on bestseller list," The Daily Telegraph, 5 August 2015.
  6. 6.0 6.1 6.2 Contemporary Authors Online. Gale (2014). ციტირების თარიღი: 2 February 2016
  7. 7.0 7.1 7.2 Smita Mistry, "I Spent 14 Years Plotting a Murder!" Woman's Own, p. 38.
  8. Lisa Campbell, "EL James tops five-year Amazon Kindle chart," The Bookseller, 5 August 2015.
  9. Ben Falk, "How I Used My Retirement To Become Kindle’s Bestselling UK Author," Yahoo! Finance, 7 September 2015.
  10. 10.0 10.1 10.2 "Bestselling writer in Alderney celebrates fourth novel," ITV Report, 24 February 2015.
  11. Emma Lazenby, "How to write your first book and get it published: 10 insider tips," დაარქივებული 2019-11-05 საიტზე Wayback Machine. bt.com, 11 December 2015.
  12. 12.0 12.1 Rachel Abbott, "14 hour days, marketing and dealing with snobbery: my life as a self-published bestseller," The Guardian, 30 March 2016.
  13. 13.0 13.1 Caroline Carpenter, "Self-published Rodgers hits a million in sales," The Bookseller, 9 February 2015.
  14. "Rachel Abbott: ‘Self-publishing means the success of my books is entirely down to me," The Guardian, 2 July 2013.
  15. 15.0 15.1 Alison Flood, "Kindle turns five: independent women thrive in ebook bestseller charts," The Guardian, 5 August 2015.
  16. Stefan Kyriazis, "Female authors whip the men' asses after writing 18 OUT OF TOP 20 bestsellers in 2015," Daily Express, 26 August 2015.
  17. Alison Flood, "The Girl on the Train tops Amazon's UK ebook sales this year so far," The Guardian, 25 August 2015.
  18. Rachel Abbott reveals how she wrote a best-selling novel while trapped in a SNOW STORM. ციტირების თარიღი: 21 March 2017.
  19. Abbott goes hybrid for Headline. ციტირების თარიღი: 9 October 2018.
  20. Lily Cole joins Amazon's Kindle Stoyteller Award judging panel. ციტირების თარიღი: 9 October 2018.