ინტერაქციული მედია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ინტერაქციული მედიას მიეკუთვნება: ტექსტი, მოძრავი სურათი, ანიმაცია, ვიდეო, აუდიო და ვიდეო თამაშები

განმარტება

რედაქტირება

ინტერაქციული მედია წარმოადგენს კომუნიკაციის მეთოდს. ინტერაქციული მედია მუშაობს უშუალოდ მომხმარებელთა მონაწილეობით..[1] მედია ატარებს იგივე მიზანს, მაგრამ მომხმარებლის ჩართულობა მატებს საინტერესო ასპექტებს უკეთესობისთვის.

განვითარება

რედაქტირება
  • ფილიპსის NV ვიდეოდისკი იყო პიონერი ინტერაქციულ მედიაში, გარდა ამისა არსებობს რამდენიმე ელემენტი, რომელმაც განაპირობა ინტერაქციული მედიის განვითარება,როგორებიცაა:
  • ლაზერული დისკის ტექნოლოგია პირველად გამოიგონეს 1958 წელს, რომელმაც საშუალება მისცა მომხმარებელს დაენახა ანალოგიური სურათი კომპიუტერის ეკრანზე მაღალ ხარისხში ,რამაც ხელი შეუწყო ინტერაქციული ვიდეო სისტემების განვითარებას.
  • გრაფიკული ინტერფეისის კონცეფცია, რომელიც განვითარდა 1970 წელს, პოპულარობა შემატა Apple Computer, Inc.-მა, რომელიც მიმართული იყო ვიზუალური მეტაფორის, ინტუიციური გრძნობის და ვირტუალურ დაფაზე ინფორმაციის გაზიარების გასავითარებლად. მულტიმედიის შესაქმნელად საჭირო იყო მხოლოდ დამატებითი ძალა.
  • მოწყობილობის ტექნიკის ფასის სწრაფმა ვარდნამ და კომპუტერის სიჩქარის და მეხსიერების უპრეცედენტო ზრდამ პერსონალური კომპიუტერი ხელმისაწვდომ მანქანად გადააქცია, რომელსაც შეეძლო ხმისა და ფერადი ვიდეოს კომბინაცია განვითარებული გზების მეშვეობით.
  • შემდეგ ელემენტს წარმოადგენს Windows 3.0-ის გამოშვება 1990 წელს მაიკროსოფტის მიერ, რამაც ააჩქარა გრაფიკული მომხმარებლის მიმღეობა, სტანდარტული მექანიზმის პატარა კომპიუტერულ სისტემებთან კომუნიკაცია.
  • NV ფილიფსის მიერ კომპაქტ დისკის (CD) ოპტიკური დიგიტალური ტექნოლოგიების მშენებლობის განვითარება 1979 წელს არის მორიგი მამოძრავებელი ელემენტი ინტერაქციული მედიის განვითარებაში.[2]

ყველა ზემოთ აღნიშნულმა ელემენტმა წვლილი შეიტანა ინტერაქციული მედიის ტექნიკისა და სისტემის გავითარებაში.

ტერმინოლოგია

რედაქტირება

ინტერაქციული მედია დაკავშირებულია შემდეგ კონქეფციებთან: ინტერაქციული დიზაინი, ახალი მედია, ადამიანის კომპიუტერთან ინტერქაცია, კიბერკულტურა და დიგიტალური კულტურა.

ინტერაქციულობის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ ის საერთოა : მომხმარებელიც და მანქანაც აქტიურ როლს ასრულებს.

ინტერაქციული მედია წარმოადგენს გამოსათვლელი მეთოდის მაგალითს, რომელზეც გავლენა იქონია კიბერნეტიკის მეცნიერებამ.

ინტერფეისის ყოველი ფორმა მომხმარებელსა/აუდიტორიასა და მედიუმს შორის ინტერაქციულია. ინტერაქციული მედია არ არის შეზღუდული ელექტრონული და დიგიტალური მედიით. სამაგიდო თამაშები, სამგანზომილებიანი წიგნები, თამაშების წიგნები და სხვ. ბეჭდვითი ინტერაქციული მედიის მაგალითებია.

უპირატესობები

რედაქტირება

ეფექტი სწავლაზე

რედაქტირება

ინტერაქციული მედია დადებითად მოქმედებს ბავშვთა გავითარების მომდევნო ოთხ საფეხურზე: სოციალური და ემოციური, ენის განვითარება, კოგნიტური და ზოგადი ცოდნა და მიმართულია სწავლისკენ. კომპიუტერისა და საგანმანათლებლო კომპიუტერული სისტემების გამოყენება ხელს უწყობს ბავშვებშია კომუნიკაციის უნარების განვითარებასა და სწავლის მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ბავშვები, რომლებიც იყენებენ საგანმანათლებლო კომპიუტერულ სისტემებს გამოირჩევიან საუბრის კომპლექსური მანერითა და რთული გრამატიკული წყობით საუბრით. კვლევამ აჩვენა, რომ ინტერაქციულმა წიგნები სასარგებლოა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც უჭირთ კითხვა. ბავშვებს სხვადასხვა დასწავლის სტილი აქვთ და ინტერაქციული მედია ეხმარება იმ ბავშვებს, რომლებსაც ვიზუალური,ვერბალური, სმენითი და შეხებითი/ტაქტილური დასწავლის სტილი აქვთ. [3]

ინტუიტიური გაგება

რედაქტირება

ინტერაქციული მედია ხდის ტექნოლოგიას უფრო ინტუიტიურს. ინტერაქციული პროდუქტები, როგორებიცაა სმარტფონები, აიპოდი/აიპედი, ვებსაიტები ადვილად გამოსაყენებელია.

ურთიერთობები

რედაქტირება

ინტერაქციული მედია ხელს უწყობს დიალოგური კომუნიკაციიას პოპულარიზაციას. კომუნიკაციის ეს ფორმა აყალიბებს საშუალებას გამგზავნელს და მიმღებს ნდობისა და კოოპერაციას.

მაგალითები

რედაქტირება

ინტერაქციული მედიის მაგალითებია: ვიდეო თამაშები და საიტები, რომლის მეშვეობითაც კავშირი გაზიარებით, ონლაინ მიმოწერის მეშვეობით მყარდება. რაც შეეხება ვიდეოთამაშებს, მოთამაშე ინტერაქციულად, კონტროლერის მეშეობით პასუხობს თამაშის გამოწვევებს..[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Interactive media. ციტირების თარიღი: 3 December 2014.
  2. Lat chem, C., Williamson, J., & Henderson-Lancet, L. (1993). Interactive multimedia practice and promise. London; Philadelphia: Koran page.
  3. Glaucoma, Christina R., M.A. The Effects of Interactive Media on Preschoolers’ Learning: A Review of the Research and Recommendations for the Future. P. 13-17. Ed. Eileen Espresso, Patti Miller, and Christine Cordoba.
  4. http://www.investopedia.com/terms/i/interactive-media.asp