რეივა
რეივა ასევე რეივას ერა ან რეივას ეპოქა (იაპონ. 令和[1]) — იაპონიაში არსებული კალენდრის ეპოქის (ერას) სახელწოდება და იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს მმართველობის ოფიციალური დევიზი. ტაიკას ერის შემდეგ, რეივა არის 248-ე ერა.[2] რეივა დაიწყო 2019 წლის 1 მაისს, მას შემდეგ, რაც იმპერატორმა აკიჰიტომ დატოვა ქრიზანთემური ტახტი. მისი ადგილი დაიკავა იმპერატორმა ნარუჰიტომ — იაპონიის 126-ე იმპერატორმა. სახელწოდება რეივა მომდინარეობს „მანიოშიუს“ (იაპონ. 万葉集) პოემიდან, რომლის შესავალშიც აღწერილია ქლიავის ფერები. იაპონიის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევაში, როდესაც ეპოქის სახელწოდება შეირჩა არა ჩინური, არამედ იაპონური ლიტერატურიდან.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 新元号「令和(れいわ)」 出典は万葉集 იაპონური (1 აპრილი 2019). ციტირების თარიღი: 1 აპრილი 2019.
- ↑ „新元号は「令和」官房長官が公表“. 日本経済新聞. 2019-4-1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-4-1. ციტირების თარიღი: 2019-4-4. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება)