რეზისტორი
რეზისტორი (ინგლ. resistor < ლათ. resisto — „ვეწინააღმდეგები“) — ელექტრული წრედის პასიური ელემენტი, რომლის ძრითადი დანიშნულებაა გაუწიოს გარკვეული (ნომილარური) წინაღობა ელექტრულ დენს ძაბვისა და დენის ძალის რეგულირების მიზნით. რეზისტორის მთავარ ფიზიკურ მახასიათებელს წარმოადგენს მისი წინაღობის მაჩვენებელი, რომელიც იზომება ომებში.
| |
ტიპი | პასიური |
---|---|
მუშაობის პრინციპი | ელექტრული წინაღობა |
ელექტრონული სიმბოლო | |
სქემატური სიმბოლოები |
რადიოელექტრონულ მოწყობილობებში დეტალების დაახლოებით 80% რეზისტორებია. ზოგიერთ რეზისტორს იყენებენ ტემპერატურის ან წინაღობის გასაზომად. მრეწველობის მიერ გამოშვებულ რეზისტორებს განასხვავებენ წინაღობის, სიდიდის, წინაღობის ნომინალური სიდიდიდან გადახრის და მასზე გამოყოფლი სიმძლავრის მიხედვით. იმისდა მიხედვით, თუ რა მასალისგანაა დამზადებული რეზისტორის დენგამტარი ნაწილი, რეზისტორი შეიძლება იყოს ლითონის, ნახშირბადოვანი, თხევადი, კერამიკული და ნახევრად გამტარული.
იდეალური რეზისტორი ელექტრული დენის მიმართ მხოლოდ წინააღმდეგობის უნარით ხასიათდება. ანუ მასზე მოდებული მყისიერი ძაბვა დროის ნებისმიერ მომენტში პროპორციულია მასში გამავალი დენისა
რეზისტორის წინაღობის სიდიდე ყოველთვის დატანილია კორპუსზე. საბჭოთა პერიოდში გამოიყენებოდა ტექსტური მარკირება, რომელზედაც ნომინალი პირდაპირ ეთითებოდა. დღესდღეობით გამოიყენება ფერის კოდი, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს მისი წინაღობის სიდიდე, პლატაზე რეზისტორის ნებისმიერი მდებარეობის მიუხედავად.
-
საბჭოთა რეზისტორი ტექსტური მარკირებით
-
თანამედროვე რეზისტორი ფერის კოდით
რეზისტორის მეორე მთავარი მაჩვენებელია მისი სიმძლავრე. იქიდან გამომდინარე, რომ ელექტრული წინაღობისას რეზისტორი იწყებს სითბოს გამოყოფას, მასზე მოდებული დენის სიმძლავრიდან გამომდნარე არჩევენ შესაბამისი გაბარიტის რეზისტორებს.
რეზისტორები არსებობს მუდმივი და ცვლადი.
-
ცვლადი რეზისტორები
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 338.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რეზისტორი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)