დამოუკიდებლობის პიკი

(გადამისამართდა გვერდიდან რევოლუციის პიკი)

დამოუკიდებლობის პიკი (ტაჯ. Қуллаи Истиқлол) — მწვერვალი ტაჯიკეთში, მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქის ცენტრალურ ნაწილში. მდებარეობს პამირში, იაზგულემის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, სიმაღლე 6940 მ.[1]

დამოუკიდებლობის პიკი
კოორდინატები: 38°30′36″ ჩ. გ. 72°21′15″ ა. გ. / 38.51000° ჩ. გ. 72.35417° ა. გ. / 38.51000; 72.35417
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
სიმაღლე 6940 
ქედი იაზგულემის ქედი
პირველი ასვლა 1954
დამოუკიდებლობის პიკი — ტაჯიკეთი
დამოუკიდებლობის პიკი

დაფარულია თოვლითა და ყინულით. სიმაღლით პამირის მწვერვალებს შორის მე-4 ადგილზეა. მწვერვალის ძირში მდებარეობს გრუმ-გრჟიმაილოს მყინვარი. ჩრდილო-დასავლეთი კალთა მიმართულია ფედჩენკოს მყინვარისაკენ, ხოლო სამხრეთი ციცაბოდ ეშვება მდინარე ბართანგის ხეობისაკენ.[2]

დამოუკიდებლობის პიკი აღმოაჩინა საბჭოთა-გერმანულმა ექსპედიციამ 1928 წელს და უწოდა დრაიშპიცი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მწვერვალს უწოდეს რევოლუციის პიკი, ხოლო 2006 წლის ივლისში — დამოუკიდებლობის პიკი. 1954 წელს მწვერვალზე მოეწყო პირველი ასვლა ალპინისტ ალექსი უგაროვის ხელმძღვანელობით.[3]