იაზგულემის ქედი — ქედი ტაჯიკეთში, პამირის დასავლეთ ნაწილში. განფენილია მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, მდინარეებს იაზგულემსა და ბართანგს შორის. გადაჭიმულია დაახლოებით 170 კმ-ზე. საშუალო სიმაღლე შეადგენს 4500-6000 მ-ს. უმაღლესი წერტილია დამოუკიდებლობის პიკი (6974 მ). აგებულია ფიქლებით, ქვიშაქვებით, კირქვებითა და გრანიტებით. თხემზე მყინვარებია, რომელთა საერთო ფართობია დაახლოებით 630 კმ². ფერდობებზე გავრცელებულია ნახევარუდაბნოსა და მაღალმთის მეჩხერი მცენარეულობა.

იაზგულემის ქედი
კოორდინატები: 38°30′36″ ჩ. გ. 72°21′15″ ა. გ. / 38.51000° ჩ. გ. 72.35417° ა. გ. / 38.51000; 72.35417
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
უმაღლესი წერტილი დამოუკიდებლობის პიკი
სიმაღლე 6974 
სიგრძე 170 კმ
იაზგულემის ქედი — ტაჯიკეთი
იაზგულემის ქედი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება