რევანი
რევანი (ინგლ. Revan) — გამოგონილი პერსონაჟი „ვარსკვლავური ომების“ სამყაროდან. შეიქმნა BioWare-ის 2003 წლის ვიდეოთამაშისთვის „ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკის რაინდები“ (Star Wars: Knights of the Old Republic). მოთამაშეებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ რევანის სქესი, გარეგნობა და გზა, რომელსაც ის თამაშის განმავლობაში გადის, თუმცა, კანონიკურად, პერსონაჟი მამაკაცია და ძალის ნათელ მხარეს მიჰყვება.[1] თამაშის სიუჟეტის მიხედვით, რევანი არის ყოფილი ჯედაი, რომელიც ძველი რესპუბლიკის ეპოქაში („ვარსკვლავური ომების“ ორიგინალური ტრილოგიის მოვლენებამდე დაახლოებით 4 000 წლით ადრე) ცხოვრობდა. ძალის ბნელ მხარეზე გადასვლის შემდეგ გახდა სითების ლორდი და დაირქვა სახელი დართ რევანი, შექმნა სითების იმპერია და გალაქტიკის დაპყრობის მიზნით ებრძოდა რესპუბლიკის ჯარებს. ერთ-ერთი ბრძოლის დროს მას უღალატა და სასიკვდილოდ განწირული მიატოვა მეგობარმა და შეგირდმა, დართ მალაკმა, რომელსაც მისი ადგილის უზურპირება სურდა. რევანი ჯედაებმა შეიპყრეს, მისი მეხსიერება წაშალეს და მისცეს ახალი, ყალბი იდენტობა, რისი მიზანიც, მათი გეგმის მიხედვით, იყო რევანის დაბრუნება ჯედაების რიგებში და მისი გამოყენება დართ მალაკის და მისი იმპერიის დასამარცხებლად. რევანის ნამდვილი ვინაობა მოთამაშისთვის თამაშის ბოლო ნაწილში ხდება ცნობილი, ამ მომენტამდე კი მთავარი პერსონაჟის ვინაობა გურკვეველია, ხოლო „დართ რევანი“ დიდი ხნის წინ დაღუპულად ითვლება.
რევანი | |
---|---|
რევანი 2011 წლის თამაშიდან „ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკა“ | |
პირველი გამოჩენა | ვიდეოთამაში „ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკის რაინდები“ |
შემქმნელი | დროუ კარპიშინი |
ახმოვანებს |
|
ინფორმაცია | |
სახეობა/რასა | |
სქესი | მამრობითი |
საქმიანობა |
|
წევრობა |
|
მეუღლე(ები) | ბასტილა შანი |
შვილები | ვეინერ შანი |
ნათესავები |
|
ოსტატები |
|
შეგირდები |
|
რევანის ისტორია განვრცობილი და გაგრძელებულია კომიქსებსა და წიგნებში, ასევე, ვიდეოთამაშის გაგრძელებებში. დრიუ კარპიშინის 2011 წლის რომანში „ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკა: რევანი“ დეტალურადაა აღწერილი რევანის ცხოვრების დეტალები „ძველი რესპუბლიკის რაინდების“ შემდგომ, მისი მცდელობები, აღიდგინოს დაკარგული მეხსიერება და გაიხსენოს მანდალორის ომების, მალაკთან ერთად მოგზაურობის და სითების დამალული იმპერატორის ძებნის მოვლენები. საბოლოოდ, ცნობილი ხდება, რომ პირველი თამაშის მოვლენებამდე რევანი და მალაკი სითების იმპერატორმა შეიპყრო და თავის მსახურებად აქცია. მისი კონტროლიდან თავის დაღწევის შემდეგაც ორივე მათგანი ძალის ბნელი მხარის ერთგული დარჩა და მათ საკუთარი სითების იმპერიაც შექმნეს.[2] MMO თამაშის „ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკა“ გაფართოებაში „რევანის აჩრდილი“ პერსონაჟის ბოროტი ვარიანტი მთავარი ანტაგონისტია.
„ძველი რესპუბლიკის რაინდებში“ პერსონაჟს რინო რომანო ახმოვანებდა, ხოლო „ძველ რესპუბლიკაში“ ჯეფ ბენეტი. რევანი სწრაფად გახდა ფანების რჩეული პერსონაჟი და „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია მათგან, ვინც ფილმებში არ გამოჩენილა. მისი პერსონაჟის განვითარებამ და ისტორიამ კრიტიკოსებისგანაც დადებითი შეფასებები დაიმსახურა. 2014 წელს ყველა ნაწარმი, რომელშიც რევანის პერსონაჟია გამოყენებული, არაკანონიკურად გამოცხადდა და „ვარსკვლავური ომების ლეგენდების“ კატეგორიაში გაერთიანდა, თუმცა, ბოლო წლებში რევანი რამდენჯერმე იქნა ნახსენები კანონიკურ პროდუქციაშიც.
გამოჩენა
რედაქტირებალეგენდები
რედაქტირება2014 წლის აპრილში, The Walt Disney Company-ს მიერ „ვარსკვლავური ომების“ Lucasfilm-ის შეძენის შემდეგ კომპანიის მიერ გაკეთებული „ვარსკვლავური ომების“ რომანების, კომიქსებისა და ვიდეო თამაშების უმეტესი ნაწილი, რომლებიც წარმოებულია 1977 წლის ფილმ ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი IV, ახალი იმედის შემდეგ, გამოცხადდა არაკანონიკურად და ეწოდა „ვარსკვლავური ომების ლეგენდები“.[3][4][5]
ძველი რესპუბლიკის რაინდები სერია
რედაქტირებარევანი „ძველი რესპუბლიკის რანდების“ სერიაში ყოფილი ჯედაის სახითაა წარმოდგენილი, რომელმაც თავის საუკეთესო მეგობარ ალეკთან (მოგვიანებით დართ მალაკი) ერთად დატოვა ორდენი, რათა ებრძოლათ მანდალორის ომებში ჯედაების უმოქმედობის გამო. მანდალორის ომების დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, დართ რევანი და მალაკი დაბრუნდნენ რესპუბლიკის სივრცეში მასიური ფლოტით რესპუბლიკის დასაპყრობად. ისინი თავიანთ თავს სითებს უწოდებდნენ. ვინაიდან მათი განზრახვა იყო გალაქტიკის გაერთიანება ერთი მმართველის ქვეშ, რათა მათ შესძლებოდათ თავდასხმა ძველ სითების იმპერიაზე, ისინი თავს არიდებდნენ საკვანძო ადგილებზე თავდასხმას, როგორიცაა კორუსანტი, ონდერონი და დანტუინი. სითებმა მოიგეს ბრძოლა, მაგრამ როდესაც რევანი ემზადებოდა დუელისთვის ჯედაებთან, რომლებიც მის ფლაგმანზე გადმოსხდნენ, მალაკმა, რევანისა და ჯედაების განადგურების იმედით, უღალატა თავის ბატონს და უბრძანა მის ხომალდებს გაესროლათ რევანის ფლაგმანის ხიდის მიმართულებით. მალაკს სჯეროდა, რომ მან მოკლა რევანი, თუმცა ის გადარჩა. რევანი, რომელიც მძიმედ დაშავდა ტურბოლაზერის აფეთქების შედეგად, ბასტილა შანმა და მისმა ჯედაების გუნდმა წაიყვანა ჯედაების ანკლავში, დანტუინზე, სადაც ჯედაების საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს წაეშალათ რევანის მეხსიერება და მიეცათ მისთვის ყალბი ვინაობა, რომელსაც მოთამაშე ქმნის. თამაშის დასაწყისი, შესაძლებელია პერსონაჟის სქესის და გარეგნობის არჩევა (კანონიკურად, რევანი მამაკაცია).
ძველი რესპუბლიკის რაინდები იწყება რევანის გაღვიძებით ვარსკვლავურ ხომალდზე თავდასხმისას. მთელი თამაშის განმავლობაში, რევანი გაიგებს მის დავიწყებულ ისტორიას და აგროვებს მიმდევრების ჯგუფს, როდესაც ის ეძებს „ვარსკვლავურ რუკებს“, რათა იპოვოს ხომალდი „ვარსკვლავური სამჭედლო“ (Star Forge), რომელიც რევანმა გამოიყენა თავისი არმიის შესაქმნელად. რევანი საბოლოოდ ხვდება მალაკს, რომელიც უმხელს თავის ადრინდელ ვინაობას, როგორც სითების ლორდისა. მალაკი მოგვიანებით ტყვედ იგდებს ბასტილას და აქცევს მას ბნელ მხარეზე. მისი საბოლოო ბედი დამოკიდებულია მოთამაშის არჩევანზე, დაიცვას ნათელი ან ბნელი მხარე მთელი თამაშის განმავლობაში. კანონიკურად, რევანი რჩება ნათელი მხარის ერთგული, ამარცხებს მალაკს და ანადგურებს „ვარსკვლავურ სამჭედლოს“. თამაშის კანონიკური დასასრულის ბოლო სცენა აჩვენებს მთავარ გმირებს, მათ შორის რევანს, რომლებსაც რესპუბლიკა პატივს მიაგებს რაკატა პრაიმზე მდებარე ტაძრის ადგილზე.
გაგრძელება „ძველი რესპუბლიკის რაინდები II: სითების ლორდები“ ცხადყოფს, რომ მალაკის დამარცხებიდან ერთი წლის შემდეგ, რევანმა გაიხსენა საფრთხე, რომელსაც სითების იმპერატორი წარმოადგენდა და დატოვა ცნობილი სივრცე მის დასამარცხებლად. საფრთხის ბუნების შესახებ მინიშნებები ჩნდება თამაშში არსებული დიალოგიდან NPC პერსონაჟებთან (მათ შორის კანდეროსთან და კრეიასთან); ეს იცვლება მოთამაშის პერსონაჟის ერთგულებებისა და სქესის მიხედვით.
რევანი დაემშვიდობა ცხრა ამხანაგს, რომლებიც თან ახლდნენ მის ძიებაში, რადგან იცოდა, რომ ვერცერთი მათგანი უსაფრთხოდ ვერ გაჰყვებოდა მას იმ ადგილებში, სადაც უნდა წასულიყო; ერთადერთი NPC, რომელმაც იცის, სად და რატომ წავიდა რევანი (მისი ნავიგაციის დროიდი, T3-M4) არ ამჟღავნებს ინფორმაციას. ასევე, კორიბანში, ლუდო კრეშის უძველეს საფლავზე, განდევნილი (მოთამაშე) ებრძვის დართ რევანის ხილვას, რომელშიც ის, როგორც ჩანს, ატარებს ორ სინათლის მახვილს: ერთი წითელი და ერთი იისფერი. თამაშში ჩამოთვლილია სინათლის მახვილის ფერის კრისტალები, რომელსაც მოთამაშე იღებს. ეს არის რევანის ერთადერთი ფიზიკური გამოჩენა მთელი თამაშის განმავლობაში. გარდა ამისა, განდევნილს შეუძლია ისაუბროს თამაშის რამდენიმე კომპანიონთან და NPC პერსონაჟთან, რათა გაიგოს მეტი რევანის ისტორიისა და მისი მოგზაურობის შესახებ უცნობ რეგიონებში.
ძველი რესპუბლიკა: რევანი
რედაქტირებარევანი წარმოადგენს ძირითად ფოკუსს წიგნისა „ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკა: რევანი“. წიგნი არის ჩანართი კომპიუტერული თამაშისა „ვარკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკა“, რომელიც გამოშვებულია Bioware-ისა და EA-ს მიერ 2011 წლის 20 დეკემბერს.
ძველი რესპუბლიკა
რედაქტირებარევანი ხელახლა ჩნდება თამაშში „ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკა“ მას შემდეგ, რაც გმირების გუნდი ახერხებს მის დახსნას იმპერატორის მორევის ციხიდან, გაძევებული ჯედაის აჩრდილის დახმარებით. ირკვევა, რომ რევანის სიცოცხლე საუკუნეების მანძილზე იყო შენარჩუნებული ტყვეობაში იმპერატორის მიერ, რათა გამოეყენებინა მისი ძალის სიძლიერე, თუმცა, რევანის ბმა იმპერატორთან ორმხრივი იყო და მან მოახერხა იმპერატორის ბნელი ზრახვების შეკავება. აღნიშნულით რევანმა დააბრკოლა იმპერატორის სრული სიძლიერის გალაქტიკაზე მიქცევა მანამ, სანამ რესპუბლიკა და ჯედაების ორდერი სითების იმპერიისადმი წინააღმდეგობის გაწევის შანსის მისაღებად საკმარისად მოძლიერდებოდა. მართალია, რევანი მადლიერი იყო რესპუბლიკისადმი დახსნის გამო, თუმცა მან მიიღო გადაწყვეტილება შებრძოლებოდა იმპერატორს საკუთარი პირობებით – მან ხელში ჩაიგდო რაკატანული ინსტალაცია სახელწოდებით „სამსხმელო“ (the Foundry). იქ მან შექმნა დროიდების არმია (HK-47-ის ხელმძღვანელობით), რომელიც დაპროგრამირებული იყო სითური დნმ-ის ამოცნობასა და განადგურებაზე, რაც მოიცავდა არა მხოლოდ სითთა ბნელ ლორდებს, არამედ იმპერიის მოქალაქეთა დიდ ნაწილსაც. რევანის გეგმა ჩაიშალა, როდესაც იმპერიელთა ჯგუფმა მოახერხა „სამსახმელოში“ შეჭრა და დროიდთა არმიის (HK-47-თან ერთად) განადგურება რევანთან დაპირისპირებამდე. სასტიკი ბრძოლის შემდეგ რევანი დამარცხდა, თუმცა მოახერხა გაუჩინარება მანამ, სანამ სასიკვდილო დარტყმას მიაყენებდნენ.
რევანი ასევე გვევლინება „რაკატა პრაიმის მემკვიდრეობის“ კვანძის გახსნისას, როგორც მთავარი სულისჩამდგმელი „ცრუ ალიანსების“ სიუჟეტურ ხაზში არსებული შეთქმულებისა. იგი არის მთავარი ანტაგონისტი მეოთხე ციფრული გაფართოებისა თამაშისთვის „ძველი რესპუბლიკა“. გაფართოების სახელწოდებაა „რევანის აჩრდილი“, რომელშიც იგი ბრუნდება რესპუბლიკისა და იმპერიის გასანადგურებლად. იგი ხელმძღვანელობს მის მიმდევართა ჯგუფს, რომელიც ცნობილია „რევანის ორდენის“ ან „რევანიტების“ სახელწოდებით, რომელთა მიზანია, ჩაინერგონ ორივე გალაქტიკურ ხელისუფლებაში და წააქეზონ ისინი ერთმანეთის გასანადგურებლად. ზოგიერთი იმპერიული და რესპუბლიკური ძალა ასევე უცხადებს რევანს ერთგულებას. შემდგომ, რევანი ითრევს იმპერიასა და რესპუბლიკას მის რევანიტ ხომალდებთან ბრძოლაში პლანეტა რიშის თავზე, რათა ვერც რესპუბლიკამ და ვერც იმპერიამ მოახერხოს, ჩაერიოს მის იმპერატორთან დაპირისპირებაში. თუმცა, მისი გეგმა ჩაიშლება მაშინ, როდესაც მოთამაშე პერსონაჟი აგზავნის კომუნიკაციას რესპუბუბლიკისა და იმპერიის კუთვნილ ხომალდებზე რევანის ჩანაფიქრის თაობაზე და მოუწიდებს შეწყვიტონ ცეცხლი.
მოგვიანებით, იავინ 4-ზე იმპერატორის გაცოცხლების მცდელობისას, რევანს ხელში ჩაიგდებს მოთამაშე პერსონაჟის და მისი დამხმარე იმპერიული და რესპუბლიკური ძალების ალიანსი. მას შემდეგ, რაც იმპერატორი გამოაშკარავებს საკუთარ არსებობას და დატოვებს იავინ 4-ს, ჩნდება რევანის ხილვა, რომელიც განმარტავს, რომ „სამსხმელოში“ დამარცხებისას მხოლოდ მისი ნათელი მხარე შეერწყა ძალას. რაც შეეხება ბნელ მხარეს, რომელიც იმპერატორისადმი სიძულვილით იკვებებოდა, იგი გადარჩა და დასაბამი მისცა „ცრუ ალიანსების“ სიუჟეტურ ხაზს. რევანის ორი მხარე, ერთი – ჯედაი, ხოლო მეორე – სითი, შემდეგ ერწყმის ერთმანეთს და მისი ამჯერად გამთელებული სული მოუწიდებს მოთამაშესა და მის მოკავშირეებს გამოასწორონ ის, რაც თვითონ ჩაიდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპერატორი სისრულეში მოიყვანს მის ბოროტ გეგმებს და ყველაფერს ბოლო მოეღება.
რევანის სული ბრუნდება ასევე „დავიწყების ექოს“ ნარატივში. იგი ეხმარება მოთამაშე პერსონაჟს დაამარცხოს სითი იმპერატორის სულის დუბლიკატი მანამდე, სანამ ეს უკანასკნელი შეძლებს სატელე შანის სხეულში ჩასახლებას.
სხვა გამოჩენები
რედაქტირებარომანში „დართ ბეინი: განადგურების გზა“, რევანი ჩნდება, როგორც დართ ბეინის მიერ აღმოჩენილი ჰოლოკრონის ჰოლოგრაფიული ავატარი.
2018 წლის 18 ოქტომბერს, „ძველი რესპუბლიკის რაინდების“ 15 წლის იუბილეს აღსანიშნავად, Electronic Arts-მა დაამატა რევანის ჯედაის რაინდის ვარიანტი „ვარსკვლავური ომები: გმირთა გალაქტიკაში“, როგორც სათამაშო პერსონაჟი.[6] თვეების შემდეგ, მისი სით ვერსია, დართ რევანი, თამაშში შევიდა, როგორც პირველი განბლოკილი ბნელი მხარის მითიური პერსონაჟი, მას მოჰყვა დართ მალაკი.
კანონი
რედაქტირებარევანი თავდაპირველად უნდა გამოჩენილიყო ანიმაციურ სერიალში „კლონების ომები“. მესამე სეზონის ეპიზოდში „მორტისის აჩრდილები“, რევანი გამოჩნდებოდა სით ლორდის სახით დართ ბეინთან ერთად, როგორც შვილის მრჩეველი, ბნელი მხარის განსახიერება. რევანი ამოღებული იქნა ეპიზოდიდან გვიან წარმოებაში, რადგან მათი ყოფნა ეწინააღმდეგებოდა ლუკასის შეხედულებას ძალის შესახებ იმ დროს.[7][8][9]
ვიზუალური ლექსიკონის სახელმძღვანელო 2019 წლის ფილმისთვის „ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება“ შეიცავს მითითებას მარადუილი სითების ერთ-ერთ ლეგიონზე, რომელსაც დართ რევანის სახელი ეწოდა.
რევანის სახელს სითების კულტისტები მღერიან რომანში „სითების აჩრდილი“.[10]
მერჩენდაიზი
რედაქტირება2007 წელს, Hasbro-მ გამოუშვა დართ რევანის Action ფიგურა. რევანმა დაიკავა მეორე ადგილი ხმების რაოდენობით 2006 წელს ჩატარებულ ToyFare-ის ფანების არჩევანის გამოკითხვაში, რომელიც განხორციელდა იმის დასადგენად, თუ რომელი იყო ყველაზე მოთხოვნადი Star Wars ფიგურა. ყველაზე დიდი რაოდენობის ხმა მიიღო ქუინლენ ვოსმა, ჯედაიმ, რომელიც გვევლინება კომიქსებში და რომელიც Hasbro-მ უკვე დაანონსა გამოსაშვებად 2007-ში, გამოკითხვის ჩატარებამდე. [11]
2009 წელს, Hasbro-მ გამოუშვა დართ რევანის Mighty Mugg.[12]
2014 წელს, Lego-მ გამოუშვა დარტ რევანის მინიფიგურა როგორც წამახალისებელი უფასო დანამატი ყოველ შესყიდვაზე 3-5 მაისის დღეებში.[13]
რევანმა გაიმარჯვა 2015 წლის „ვარსკვლავური ომების შავი სერიის“ გამოკითხვაში სან-დიეგოს კომიკ-კონის ფესტივალზე; მისი ფიგურა გამოშვებულ იქნა გვიან 2016 წელს.[14]
„გმირთა გალაქტიკიდან“ ჯედაი რაინდი რევანის GameStop-ის ექსკლუზიური შავი სერიის ფიგურა გამოშვებულ იქნა 2020 წლის თებერვალში.[15]
დართ რევანის GameStop-ის ექსკლუზიური Funko Pop! ფიგურა „ძველი რესპუბლიკიდან“ გამოშვებულ იქნა 2020 წლის ივლისში. [16]
გამოხმაურება
რედაქტირება2010 წელს IGN-მა რევანი „ვარსკვლავური ომების“ საუკეთესო პერსონაჟებს შორის მე-12 ადგილზე დაასახელა,[17] მანამდე, 2008 წელს, IGN-ის ჯეს შედინმა იგი დართ მალაკთან ერთად მე-5 ადგილზე დაასახელა „ვარსკვლავური ომების“ საუკეთესო ანტაგონისტებს შორის.[18] 2008 წლის აგვისტოში კი IGN-ის მკითხველებმა „ვარსკვლავური ომების“ საუკეთესო პერსონაჟებს შორის რევანი მე-7 ადგილზე დაასახელეს.[19] UGO Networks-მა პერსონაჟი მე-9 ადგილზე დასახელა „ვარსკვლავური ომების“ გაფართოებული სამყაროს პერსონაჟებს შორის.[20] ჯეს შედინის თქმით, იგი ისურვებდა რევანის ხილვას ვიდეოთამაშში Soulcalibur, რადგანაც ის არის „ერთ-ერთი გაფართოებული სამყაროს იმ იშვიათი პერსონაჟებიდან, რომლებიც დანამდვილებით დგანან ფილმების საუკეთესო პერსონაჟების გვერდით“.[21] GameDaily-ს რობერტ უერკმანმა რევანი თავის ფავორიტ პერსონაჟებს შორის დაასახელა „ვარსკვლავურ ომებთან“ დაკავშირებული ვიდეოთამაშებიდან.[22]
ჟურნალი Game Informer აპირებდა, შეეყვანა რევანი სიაში „30 პერსონაჟი, რომლებმაც განსაზღვრეს ათწლეული“, თუმცა, საბოლოოდ, პერსონაჟი ამ სიის მიღმა დარჩა. მეთ მილერის თქმით, „ძველ რესპუბლიკაში“ რევანის აჩრდილი ყველაფერს ეტყობა, ხოლო მასთან დაკავშირებული საიდუმლოს გამჟღავნებამ თამაშის ბოლოს „მოთამაშეთა სამყარო შოკში ჩააგდო“.[23]
ჟურნალ Edge-ის თანახმად, გამჟღავნება იმისა, რომ მოთამაშე პერსონაჟი, სინამდვილეში, დართ რევანია, ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი მომენტია ვიდეოთამაშებში.[24] GameDaily-ს კრის ბუფამ ვიდეოთამაშების ყველაზე მნიშვნელოვან სპოილერებს შორის აღნიშნული მომენტი მე-4 ადგილზე დაასახელა,[25] ასევე, რობერტ უერკმანმაც შეიყვანა იგი რვა მომენტს შორის BioWare-ის თამაშებიდან.[26] კონორ შერიდანის თქმით, „ძველი რესპუბლიკის“ რიმეიქის ტრეილერში რევანი „ისევე საშიშად გამოიყურება, როგორც ყოველთვის“.[27]
დამატებითი ლიტერატურა
რედაქტირება- Straub, Josh. (June 2, 2020) Moments: Darth Revan's Fate Revealed. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 26, 2022. ციტირების თარიღი: ივლისი 15, 2022.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Revan ვუკიპედიაში, „ვარსკვლავური ომების“ ვიკიში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Wallace, Daniel (25 October 2005). The New Essential Chronology to Star Wars. Del Rey. ISBN 978-0-345-44901-6.
- ↑ Karyshyn, Drew. (2011) ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკა: რევანი. Del Ray, USA. ISBN 0-345-51134-4
- ↑ McMilian, Graeme (April 25, 2014). „Lucasfilm Unveils New Plans for Star Wars Expanded Universe“. The Hollywood Reporter. Los Angeles, California: Eldridge Industries. ციტირების თარიღი: May 26, 2016.
- ↑ The Legendary Star Wars Expanded Universe Turns a New Page. Starwars.com (April 25, 2014). ციტირების თარიღი: May 26, 2016
- ↑ Disney and Random House announce relaunch of Star Wars Adult Fiction line. StarWars.com (April 25, 2014). ციტირების თარიღი: May 26, 2016
- ↑ StarWars.com Team. (10 October 2018) Jedi Knight Revan Joins Galaxy of Heroes. Star Wars. ციტირების თარიღი: 25 October 2018
- ↑ Star Wars: The Clone Wars: The Complete Season Three
- ↑ Britt, Ryan. Here's the New Deleted Darth Revan Scene From 'Star Wars: The Clone Wars' en. ციტირების თარიღი: 2021-09-24
- ↑ Did 'Clone Wars' Just Confirm Darth Revan In Star Wars Canon? en-US (2020-05-04). ციტირების თარიღი: 2021-09-24
- ↑ 'Star Wars: Shadow of the Sith' Makes Luke Skywalker the Galaxy's 'Most Powerful Person'.
- ↑ yo go re. (24 May 2008) Darth Revan SW: KOTOR. OAFE. ციტირების თარიღი: 25 October 2018
- ↑ Toy Overlord. Darth Revan - Star Wars Mighty Muggs Wave 7. Mighty Mugg. ციტირების თარიღი: 25 October 2018
- ↑ Allen Tran. (28 March 2014) LEGO Star Wars Darth Revan is May the Fourth Promotion Minifigure. The Brick Fan. ციტირების თარიღი: 25 October 2018
- ↑ StarWars.com Team. (6 July 2016) Vote For The Next 6-Inch Star Wars Black Series Figure!. Star Wars. ციტირების თარიღი: 25 October 2018
- ↑ Star Wars The Black Series - Jedi Revan and Heavy Battle Droid at GameStop en-US (2019-11-10). ციტირების თარიღი: 2020-02-13
- ↑ Star Wars: Knights of the Old Republic's Darth Revan and Malak Get New Funko Pop! Figures (26 May 2020).
- ↑ Top 100 Star Wars Characters. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 2 December 2010
- ↑ Jesse Schedeen. (17 April 2008) Top 15 Star Wars Villains: Episode III. IGN. ციტირების თარიღი: 2 December 2010
- ↑ Phil Pirrello. (18 August 2008) Who Is Your Favorite Star Wars Character?. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 12 April 2011
- ↑ Adam Rosenberg. (1 July 2008) Top 50 Star Wars Expanded Universe Characters. UGO Networks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 17 November 2010
- ↑ Jesse Schedeen. (5 August 2008) Players Wanted: Soulcalibur's Star Wars Fighters. IGN. ციტირების თარიღი: 10 May 2011
- ↑ Robert Workman. (11 September 2008) Our Favorite Characters From Star Wars Video Games. GameDaily. ციტირების თარიღი: 10 May 2011
- ↑ Bertz, Matt (19 November 2010). „The Snubbed List“. Game Informer. ციტირების თარიღი: 18 December 2014.
- ↑ Edge Staff (2 September 2008). „Oh. My. God!!!“. Edge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 May 2011. ციტირების თარიღი: 10 May 2011.
- ↑ Chris Buffa. (13 March 2009) Top 25 Video Game Spoilers. GameDaily. ციტირების თარიღი: 10 May 2011
- ↑ Robert Workman. (3 November 2009) Eight Bioware Moments That Shocked Us. GameDaily. ციტირების თარიღი: 10 May 2011
- ↑ Star Wars: Knights of the Old Republic Remake coming to PS5 (9 September 2021).