რევაზ ჭარხალიშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რევაზ ჭარხალაშვილი (დ. 17 თებერვალი, 1931 — გ. 9 თებერვალი 1980) — ქართველი მსახიობი,რეჟისორი,სცენარისტი.

რევაზ ჭარხალაშვილი
დაბადების თარიღი 17 თებერვალი, 1931
გარდაცვალების თარიღი 9 თებერვალი, 1980 (48 წლის)
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი

1955 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1955-1958 წლებში მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში რეჟისორად. მუშაობა კინოში „ქართული ფილმი“ რეჟისორის ასისტენტობით დაიწყო. იყო მეორე რეჟისორი ფილმებზე: „ზღვის ბილიკი“, „დრო იწურება განთიადისას“, „დიდი მწვანე ველი“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“. როგორც დამდგმელმა რეჟისორმა გადაიღო ფილმები: „ბედის უკუღმართობა“, „მეზობლები“, „ზღვის მგელი“, „მე და ჩემი მეზობლები“, „კიბე“, „სოფლის აშიკი“, „სამი სასიძო“, „მეცამეტე გოჭი“. ვალერიან სულაკაურთან ერთად დაწერა სცენარი ფილმისთვის „ბილიკები ცაში“, გადაღებულია ფილმებში: „პასტორალი“, „ბენზინის ჩამომსხმელი“, „კაშხალი მთაში“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული კინო, 1896-2011, თბ., 2011 გვ. 212

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება