ბილიკები ცაში
ბილიკები ცაში — 1981 წლის ქართული მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორია ზურაბ თუთბერიძე.
„ბილიკები ცაში“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ზურაბ თუთბერიძე |
სცენარის ავტორი |
ვალერიან სულაკაური, რევაზ ჭარხალაშვილი |
კომპოზიტორი |
ალექსანდრე რაქვიაშვილი, ზურაბ ნადარაია |
ხმის ოპერატორი | ზურაბ ნადარაია |
ოპერატორი | იგორ ამასიისკი |
მონტაჟი | ნელი დევნოზაშვილი |
მხატვარი | შოთა გოგოლაშვილი |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1981 |
ხანგრძლივობა | 66 წთ. |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმის გმირის, გურამის ცხოვრებისა და ადამიანებთან ურთიერთობის მაგალითზე, ავტორები ცდილობენ მოგვითხრონ ადამიანურ სითბოზე, ეროვნულ ტკივილებზე, ქართული ხასიათის განუმეორებლობაზე, ყურადღება გაამახვილონ მთის დაცარიელებული სოფლების სატკივარზე, მიტოვებულ ბუდეთა სევდაზე, მაყურებელთან ერთად ეძებონ გზები, რათა მიტოვებულ სოფლებსა და ერთ დროს მოგიზგიზე კერებს სიცოცხლე დაუბრუნდეს.[1]
როლებში
რედაქტირება- ვახტანგ კაჯირაშვილი (გურამი)
- რუსუდან კიკნაძე (რუსუდანი)
- ლილი ხურიევა (ლილი)
- სპირიდონ აბრამიშვილი (ლიუკა)
- თამაზ დანელია (თამაზი)
- იობი ბართიშვილი
- შოთა სხირტლაძე
- ალექსანდრე მახარაძე
- მერაბ ბერიძე
- ლერი ზარდიაშვილი
- ალექსანდრე კუზნეცოვი
- ლია ახედჯაკოვა
- დარეჯან ხარშილაძე
- რეზო ნაკუდაშვილი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ბილიკები ცაში. ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-07. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2018.