რევაზ ინანიშვილის ქუჩა
რევაზ ინანიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი); გრიგორ (გრიშა) ბიჩინაშვილის ქუჩიდან ძმობის II ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის დასაწყისში. ადრე ძმობის, შემდეგ ძმობის I ქუჩა ერქვა. ეს სახელი დაერქვა სხვადასხვა ეროვნების მუშათა ერთობის აღსანიშნავად. 1995 წელს კი რევაზ ინანიშვილის სახელი ეწოდა.
რევაზ ინანიშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ნაძალადევის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ნაძალადევი |
წინა სახელები | ძმობის ქუჩა, ძმობის I ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 92, ISBN 978-99928-20-35-3.