რევაზ ანდრონიკაშვილი

რევაზ პაპუნას ძე ანდრონიკაშვილი — XVIII საუკუნის II ნახევარში ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ქიზიყის მოურავი 1754-1759 და 1770-1780.

თავი გამოიჩინა მოთარეშე ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1766 ანდრონიკაშვილის და ქეთევანი გიორგი ბატონიშვილის (შემდეგში გიორგი XII) მეუღლე გახდა, რამაც განამტკიცა ანდრონიკაშვილის პოზიციები სამეფო კარზე. იგი დაუპირისპირდა პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელსაც დარეჯან დედოფალი ედგა სათავეში. 1780 დარეჯანის ინიციატივით ანდრონიკაშვილს ჩამოართვეს ქიზიყის მოურავობა. ანდრონიკაშვილი თავგამოდებით იბრძოდა სამეფო ტახტზე თავისი სიძის გიორგის ასაყვანად. არსებობს ცნობა, რომ ანდრონიკაშვილმა 1795 კრწანისის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიაღებინეს ქიზიყელთა რაზმს, რამაც არსებითი გავლენა იქონია ბრძოლის შედეგზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ტუხაშვილი ლ., ქსე, ტ. 1, გვ. 451, თბ., 1975