რედოვრე
რედოვრე (დან. Rødovre) — ქალაქი დანიაში, დედაქალაქის ოლქში, რედოვრეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მიეკუთვნება კოპენჰაგენის მეტროპოლიურ არეალს. 2009 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 36 228 ადამიანს შეადგენს.[1]
ქალაქი | |
---|---|
რედოვრე დან. Rødovre | |
ქალაქის მერია | |
ქვეყანა | დანია |
რეგიონი | დედაქალაქის ოლქი |
კოორდინატები | 55°40′35″ ჩ. გ. 12°27′18″ ა. გ. / 55.67639° ჩ. გ. 12.45500° ა. გ. |
ფართობი | 12,12 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 20 მეტრი |
მოსახლეობა | 36 228 კაცი (2009) |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 |
საფოსტო ინდექსი | 2610 |
ოფიციალური საიტი | rk.dk |
ქალაქი ძირითადად მოიცავს საგარეუბნო სახლებსა (სამხრეთით) და მსუბუქი მრეწველობის არეალებს (ჩრდილოეთით). გამოირჩევა მრავალი პატარა გამწვანებული ტერიტორიით. ფუნქციონირებს ხუთი საჯარო და ერთი კერძო სკოლა.
რედოვრე ფაქტობრივად კოპენჰაგენის ცენტრალურ-დასავლეთი გარეუბანია; აღმოსავლეთით ესაზღვრება ფრედერიკსბერგი, დასავლეთით გლოსტრუპი, ჩრდილოეთით ერლევი, სამხრეთით კი ბრენბი და ვიდოვრე.
დამოუკიდებელ მუნიციპალიტეტად რედოვრე 1901 წელს ჩამოყალიბდა.