ვიდოვრე
ვიდოვრე (დან. Hvidovre) — ქალაქი დანიაში, ვიდოვრეს მუნიციპალიტეტის ცენტრი. წარმოადგენს დედაქალაქ კოპენჰაგენის გარეუბანს და მისი ცენტრიდან დაახლოებით 10 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. სახელი მომდინარეობს ვიდოვრეშე მდებარე თეთრი ეკლესიისგან – დანიურად „ვიდ“ (hvid) თეთრს ნიშნავს. იგივე პრინციპით ჰქვია სახელი მეზობელ მუნიციპალიტეტ რედოვრეს, სადაც წითელი ეკლესია მდებარეობს – „რედ“ (rød) დანიურად წითელს ნიშნავს.
ქალაქი | |
---|---|
ვიდოვრე დან. Hvidovre | |
ვიდოვრეს მდებარეობა | |
ქვეყანა | დანია |
რეგიონი | დედაქალაქის ოლქი |
კოორდინატები | 55°43′00″ ჩ. გ. 12°28′00″ ა. გ. / 55.71667° ჩ. გ. 12.46667° ა. გ. |
მმართველი | Anders Wolf Andresen |
დაარსდა | 1 ივლისი, 1858[1] |
ფართობი | 21,91 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 20 მ |
მოსახლეობა | 49 380 კაცი (2008) |
სიმჭიდროვე | 2253,77 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 |
საფოსტო ინდექსი | 2650 |
ოფიციალური საიტი | hvidovre.dk |
ქალაქი ცნობილია საფეხბურთო კლუბ „ვიდოვრეთი“, სადაც თამაშობდნენ ცნობილი დანიელი ფეხბურთელები პეტერ შმეიჰელი, კენეტ ბრილე და მაიკლ მანიხე.
ვიდოვრეში მდებარეობს ფილმების წარმოების ცენტრი „Filmbyen“.