რედიფი
რედიფი — სპარსული პოეტიკის ტერმინი. გავრცელებულია შუა და ახლო აღმოსავლეთის ქევეყნების ლიტერატურაში. აღნიშნავს სიტყვას ან სიტყვათა ჯგუფს, რომელიც უცვლელად მეორდება სარითმო სიტყვების შემდგომ. მრავალსიტყვიანი რედიფი ასრულებს ერთგვარი რეფრენის როლს და მისი სემანტიკა ხშირად ხაზს უსვამს ლექსის ძირითად იდეასა და განწყობილებას. სპარსულის გარდა გავრცელებულია მახლობელი აღმოსავლეთის ხალხთა პოეზიაში.
რედიფის გამოყენების შემთხვევები გვაქვს ქართულ ხალხურ პოეზიაშიც: „წუთისოფელი რა არი, აგორებული ქვა არი, რა წამსაც დავიბადებით, იქვე საფლავი მზა არი...“ გვხვდება აგრეთვე საიათნოვას, იეთიმ გურჯისა და ე. წ. ქალაქური პოეზიის სხვა წარმომადგენელთა ლექსებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- კოტეტიშვილი, ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 328-329.