TV Globo

(გადამისამართდა გვერდიდან რედე გლობო)

ტევე გლობუ ან უბრალოდ გლობუ (პორტ. TV Globo, წარსულში Rede Globo) — უმსხვილესი ბრაზილიური სამაუწყებლო კომპანია. შეიქმნა 1965 წლის 2 აპრილს რობერტო მარინიოს მედია ჯგუფის მიერ. ამჟამად ის კონგლომერატ Organizações Globo-ს მფლობელობაშია. დღეისათვის, გლობუ წარმოადგენს მთელი ლათინური ამერიკის ყველაზე მსხვილ და მსოფლიოში მესამე უმსხვილეს კომერციულ სატელევიზიო ქსელს. ჩამორჩება მხოლოდ CBS-ს და NBC-ს. ყოველდღიურად მას დაახლოებით 120 მილიონი ადამიანი უყურებს.

TV Globo
სლოგანი "A gente se liga em você!"
„ჩვენ თქვენთან ვართ შეერთებული“
ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
მაუწყებლობის ზონა ბრაზილია, ლათინური ამერიკა
ჩრდილოეთი ამერიკა, იაპონია
ოკეანეთი, ახლო აღმოსავლეთი
ევროპა, აფრიკა
დაფუძნდა 2 აპრილი, 1965
დამფუძნებელი რობერტო მარინიო
მფლობელი Globo Organizações
საიტი www.globo.com

გლობუს მთავარი შტაბი რიო-დე-ჟანეიროში მდებარეობს, ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს, სადაც ასევე განთავსებულია ტელევიზიის საინფორაციო განყოფილება. გლობუს ქსელის მთავარი მწარმოებელი სტუდიები განლაგებულია პროჟაკის კომპლექსში, რომელიც მდებარეობს რიო-დე-ჟანეიროს ბარა-და-ტიჟუკას რაიონში. გლობუს მფლობელობაშია 122 სატელევიზიო სადგური მთელი ბრაზილიის მასშტაბით, ასევე საკუთარი საერთაშორისო ქსელი, TV Globo Internacional და TV Globo Portugal. 2007 წლიდან, გლობუ ანალოგური მაუწყებლობიდან გადავიდა მაღალი გარჩევადობის ტელევიზიის (HDTV) ციფრულ მაუწყებლობაზე.

გლობუ მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც ტელენოველების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=TV_Globo&oldid=4638187“-დან