რაშტრაკუტები

(გადამისამართდა გვერდიდან რაშტრაკუტა)

რაშტრაკუტები (სანსკ. राष्ट्रकूट rāṣṭrakūṭa, კან. ರಾಷ್ಟ್ರಕೂಟ) — ინდური სამეფო დინასტია (753—982), რომელთა წარმომავლობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

რაშტრაკუტების სახელმწიფო
რაშტრაკუტების სახელმწიფო

ადრეული მმართველები იყვნენ ჩალუკიების ვასალები, მაგრამ VIII საუკუნიდან რაშტრაკუტებმა დაამარცხეს ისინი და ორი საუკუნის მანძილზე მართვადნენ სამხრეთ ინდოეთს (თანამედროვე მაჰარაშტრას, კარნატაკას, ანდჰრა-პრადეშის და მადჰია-პრადეშის შტატები). რაშტრაკუტების თანამედროვეები იყვნენ პალას დინასტია ბენგალიაში და პრატიხარები გუჯარათში. რაშტრაკუტების დედაქალაქი იყო მანიაკჰეტა (თანამედროვე მალკედი კარნატაკას შტატის გულბარგას რაიონში). მათ მიერ შექმნილი სახელმწიფო გახდა იმ დროინდელი მსოფლიოს ერთ–ერთი უძლიერესი იმპერია.

რაშტრაკუტების დინასტია

რედაქტირება
  • მანამატრა, აჩალაპურის რაჯა
  • სუდევარაჯა I, მანამატრას ვაჟი, აჩალაპურის რაჯა
  • ბჰავიშია, სუდევარაჯა I–ის ვაჟი, აჩალაპურის რაჯა
  • ავიდჰეა, სუდევარაჯა I–ის ვაჟი, აჩალაპურის რაჯა
  • ჯაიარაჯა, სუდევარაჯა I–ის ვაჟი, აჩალაპურის რაჯა
  • სუდევარაჯა II, ჯაიარაჯას ვაჟი, აჩალაპურის რაჯა —609
  • ნანარაჯა, აჩალაპურის რაჯა 609
  • დანტივარმან, ნანარაჯას ვაჟი, აჩალაპურის რაჯა —630
  • ინდრარაჯა I, დანტივარმანის ვაჟი, აჩალაპურის რაჯა 630—650
  • გოვინდარაჯა I, ინდრარაჯა I–ის ვაჟი, აჩალაპურის რაჯა 650—675
  • კარკარაჯა I, გოვინდარაჯა I–ის ვაჟი, აჩალაპურის რაჯა 675—700
  • ინდრარაჯა II, კარკარაჯა I–ის ვაჟი, აჩალაპურის რაჯა 700—733
  • დანტიდურგა კადგავალოკა, ინდრარაჯა II–ის ვაჟი, აჩალაპურის რაჯა 733—753, მაჰარაშტრას მაჰარაჯადჰირატა 753—756
  • გოვინდარაჯა, ინდრარაჯა II–ის ვაჟი, ბარუჩის რაჯა
  • კრიშნარაჯა I აკალავარშა, კარკარაჯა I–ის ვაჟი, მაჰარაშტრას მაჰარაჯადჰირატა 756—772
  • გოვინდარაჯა II, კრიშნარაჯა I–ის ვაჟი, მაჰარაშტრას მაჰარაჯადჰირატა 772—780
  • დრუვა I დჰარავარსა, კრიშნარაჯა I–ის ვაჟი, მაჰარაშტრას მაჰარაჯადჰირატა 780—793
  • სტამბა, დრუვა I–ის ვაჟი, განგავადის მაჰარაჯა 793
  • კარკარაჯა I სუვარნავარშა, დრუვა I–ის ვაჟი, ხანდეშის მაჰარაჯა 793—845
  • დრუვა I, კარკარაჯა I სუვარნავარშა I–ის, ხანდეშის მაჰარაჯა 845
  • გოვინდარაჯა III პრაბხუგავარსა, დრუვა I–ის ვაჟი, მაჰარაშტრას მაჰარაჯადჰირატა 793—814
  • ინდრარაჯა, დრუვა I–ის ვაჟი, ბარუჩის მაჰარაჯა 793—818
  • ამოგხავარშა I, დაიბ.801, გოვინდარაჯა III–ის ვაჟი, მაჰარაშტრას მაჰარაჯადჰირატა 814—878
  • კრიშნარაჯა II აკალავარშა, ამოგხავარშა I–ის ვაჟი, მაჰარაშტრას მაჰარაჯადჰირატა 878—914
  • ინდრარაჯა III ნიტიავარშა, კრიშნარაჯა II–ის შვილიშვილი, მაჰარაშტრას მაჰარაჯადჰირატა 914—928
  • ამოგხავარშა II, ინდრარაჯა III–ის ვაჟი, მაჰარაშტრას მაჰარაჯადჰირატა 928—929
  • გოვინდარაჯა IV, ინდრარაჯა III–ის ვაჟი, მაჰარაშტრას მაჰარაჯადჰირატა 929—939
  • კრიშნარაჯა III, ამოგხავარშა III–ის ვაჟი, მაჰარაშტრას მაჰარაჯადჰირატა 939—967
  • ბადიგა ამოგხავარშა III, კრიშნარაჯა II–ის შვილიშვილი, მაჰარაშტრას მაჰარაჯადჰირატა 967—972
  • კჰოტიგა, ამოგხავარშა III–ის ვაჟი, მაჰარაშტრას მაჰარაჯადჰირატა 967—972
  • კარკარაჯა II ამოგხავარშა, ამოგხავარშა III–ის შვილიშვილი, მაჰარაშტრას მაჰარაჯადჰირატა 972—973
  • ინდრარაჯა IV, ამოგხავარშა III–ის შვილიშვილი, მაჰარაშტრას მაჰარაჯადჰირატა 974—982

დაახლ. 983 დასავლეთი ჩალუკიას მმართველის ტაილაპა I–ის მიერ განადგურებულ იქნა მათი სახელმწიფო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება