რაღიბ ჰარუბი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
შაიხი რაღიბ ჰარუბი (راغب حرب რაღიბ ჰარუბ ან ჰარბ; დ. 1952 — გ. 16 თებერვალი, 1984) — ლიბანელი შიიტი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, შიიტური ორგანიზაცია ჰეზბოლას ერთ-ერთი ლიდერი.
ბიოგრაფია
რედაქტირებარაღიბ ჰარუბი დაიბადა 1952 წელს სამხრეთ ლიბანში, დაბა ჯიბუშითში. 1969 წელს იგი მიემგზავრება ბეირუთში სასულიერო განათლების მისაღებად. 1970 წელს იგი ტოვებს ბეირუთს და მიემგზავრება ნაჯაფში. 1974 წელს კვლავ ჯიბუშითში ბრუნდება და უძღვება ადგილობრივ მეჩეთს. დაბრუნებისთანავე იწყება სამოქალაქო ომი და შაიხი ჰარუბი აარსებს საიდა ზაინაბის სახელობის ობოლთა თავშესაფარს. 1978 წელს ის ასეთივე თავშესაფარს აარსებს აშ–შარქიათში, ჯიბუშითის მახლობელ დაბაში.
დაპირისპირება ისრაელთან
რედაქტირება1982 წელს ისრაელის არმია შეიჭრა სამხრეთ ლიბანში, საოკუპაციო ზონაში მოჰყვა ჯიბუშითიც. 1984 წლის 16 თებერვალს იგი ცეცხლსასროლი იარაღით მოჰკლა ამჟამად დანიის ციხეში მყოფმა დან აბდულამ, რომელმაც დაადასტურა თავისი ქმედების ისრაელთან შეთანხმება და ასევე დაადასტურა მონაწილეობის მიღება შაიხ აბდულქარიმ ობაიდის მოტაცებაში[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დან აბდულა. TV2; დანია (2003-12-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-08. ციტირების თარიღი: 2010-04-24.