რაფაელ ალკანტარა
რაფაელ ალკანტარა დო ნასიმენტო (პორტ. Rafael Alcántara do Nascimento; დ. 12 თებერვალი, 1993, სან-პაულუ, ბრაზილია), უფრო მეტად ცნობილია როგორც რაფინია — ბრაზილიელი ფეხბურთელი, „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ნახევარმცველი. იცავდა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას. 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რაფაელ ალკანტარა დო ნასიმენტო | ||
დაბადების თარიღი | 12 თებერვალი, 1993 | ||
დაბადების ადგილი | სან-პაულუ, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 174 სმ[1] | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | პსჟ | ||
ნომერი | 12 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2006–2011 | ბარსელონა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2011–2013 | ბარსელონა B | 84 | (20) |
2011–2020 | ბარსელონა | 56 | (8) |
2013–2014 | → სელტა | 32 | (4) |
2018 | → ინტერი | 17 | (2) |
2019–2020 | → სელტა | 29 | (4) |
2020– | პსჟ | 28 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2009 | ესპანეთი 16 | 2 | (0) |
2009–2010 | ესპანეთი 17 | 8 | (2) |
2010 | ესპანეთი 19 | 4 | (1) |
2013 | ბრაზილია 20 | 3 | (0) |
2014–2016 | ბრაზილია 23 | 6 | (0) |
2015– | ბრაზილია | 2 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 15 ოქტომბერი, 2021 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 20 აგვისტო, 2016 |
ადრეული წლები
რედაქტირებაძმებ ალკანტარებს შორის უმცროსი, 1993 წლის 12 მარტს, ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში დაიბადა. ამის მიუხედავად, ის ესპანეთის მოქალაქეა. ყოფილი ფეხბურთელის, მაზინიოს შვილი რაფინია ალკანტარა ესპანეთში ადრეულ ასაკში გადმოვიდა, რადგან მისი მამა „ვალენსიაში“, „სელტასა“ და „ელჩეში“ თამაშობდა. 2006 წელს, 13 წლის ასაკში, ის „ბარსელონას“ აკადემიას შეუერთდა, სადაც მისი ძმა ტიაგო უკვე ირიცხებოდა.
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებარაფინია შემტევი ნახევარმცველია, რომელიც მეტოქის საჯარიმოში ძალიან სახიფათოა. მიუხედავად იმისა, რომ რაფინია ბევრი გოლის გატანით არაა ცნობილი, „ბარსელონას“ ახალგაზრდულ გუნდებში გამოსვლის დროს, მას რეგულარულად გაჰქონდა და საგოლე გადაცემებსაც აკეთებდა. „ბარსა ბ“-ში გამოსვლის დროს, რაფინიას პეპ გვარდიოლას მიერ გაწვრთნილ პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. ეს 2011 წლის 10 ნოემბერს, ესპანეთის თასზე, „ოსპიტალეტის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოხდა. ერთი თვის შემდეგ, 6 დეკემბერს, რაფინიამ თავის ძმასთან, ტიაგოსთან ერთად ოფიციალურ მატჩში პირველად ითამაშა. ეს ჩემპიონთა ლიგაზე, ბატე-სთან გამართულ მატჩში მოხდა, რომელიც „ბარსამ“ 4:0 მოიგო.
სანაკრებო
რედაქტირებარაფინიამ ესპანეთის 16, 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა, მაგრამ სამხრეთ ამერიკის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ის ბრაზილიის სახელით გამოვიდა.
მიღწევები
რედაქტირება- ესპანეთის ლა ლიგა: 2014–15, 2015–16, 2018–19
- ესპანეთის თასი: 2011–12, 2014–15, 2015–16, 2016–17, 2017–18
- ესპანეთის სუპერთასი: 2016, 2018
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა: 2014–15
- უეფა-ს სუპერთასი: 2015
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2015
- საფრანგეთის თასი: 2020–21
სანაკრებო
რედაქტირებაინდივიდუალური
რედაქტირება- ლა ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2013–14[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „რაფაელ ალკანტარა“ ვიკისაწყობში.
- პროფილი ბარსელონას ოფიციალურ საიტზე (ინგლისური)
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- რაფაელ ალკანტარა – უეფას ჩანაწერი (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Rafinha. FC Barcelona. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2021.
- ↑ Rafinha, 'Mejor Jugador Revelación de la Liga BBVA 2013-14'. LaLiga.com. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2021.