რაფიკ ჰუსეინოვი
რაფიკ რადიკ ოღლი ჰუსეინოვი (აზერ. Rafiq Radik oğlu Hüseynov, დ. 16 მაისი, 1988, ტაშკენტი, უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა) — აზერბაიჯანელი ბერძნულ-რომაული სახეობის მოჭიდავე. აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების წევრი. 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2008 წლის ევროპის ჩემპიონი იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონი 2011 და 2020 წლებში. 2015 წელს გამართული ჭიდაობის მსოფლიო თასის გამარჯვებული. ამავე წელს ბაქოში გამართული პირველი ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანი. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის პრიზიორი. 2020 წლის ტოკიოში, იაპონიაში გამართული ზაფხული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის პრიზიორი.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. სახელი | Rafiq Radik oğlu Hüseynov |
დაბ. თარიღი | 16 მაისი, 1988 (36 წლის) |
დაბ. ადგილი | ტაშკენტი[1] |
სიმაღლე | 175[2] |
წონა | 82[2] |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
ჯილდოები | მედალი „პროგრესი“, 3rd degree "For Service to the Fatherland" order და Medal “100th anniversary of the Azerbaijani army” (1918 - 2018) |
ბიოგრაფია
რედაქტირებარაფიკ ჰუსეინოვი დაიბადა 1988 წლის 16 მაისს, უზბეკეთის სსრ-ის დედაქალაქ ტაშკენტში. როდესაც რაფიკი ერთი წლის იყო, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა.
1995 წლიდან 2004 წლამდე სწავლობდა ეკოლოგიურ ლიცეუმში „არაზი“ No291. 1996 წლიდან იგი წარმოადგენდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპორტის საზოგადოებას (ყოფილი „დინამო“). რაფიკ ჰუსეინოვის მწვრთნელი არის მისი მამა. აზერბაიჯანის დამსახურებული მწვრთნელი რადიკ ჰუსეინოვი.[3].
2005-2006 წლებში განაგრძო სწავლა ბაქოს რესპუბლიკურ ოლიმპიურ სპორტულ ლიცეუმში. 2006 წელს ჩააბარა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2010 წელს საბაჟოსა და საბაჟო ექსპერტიზის ორგანიზაციის სპეციალობით.
2010-2011 წლებში მსახურობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რიგებში. 2011 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. 2009 წელს მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება, ხოლო 2015 წელს - სპორტის დამსახურებული ოსტატი.
2017 წელს, ბაქოში ისლამური სოლიდარობის თამაშებზე, 80 კგ წონაში ჰუსეინოვი ხდება ვერცხლის მედალოსანი, ფინალში დამარცხდა ირანელ მოჭიდავე იუსეფ ხადერიანთან[4].
2019 წლის ოლიმპიური მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქში გაიმართა, მან მოიპოვა ვერცხლის მედალი 82 კგ წონით კატეგორიაში, ფინალში დამარცხდა ქართველ მოჭიდავე ლაშა გობაძესთან.
2020 წლის თებერვალში, იტალიის დედაქალაქში ევროპის ჩემპიონატზე, წონით კატეგორიაში 82 კგ-მდე, რაფიკმა დაამარცხა ბულგარელი სპორტსმენი დანიელ ალექსანდროვი ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში და მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი, ეს იყო მისი მეორე ჩემპიონობა კონტინენტურ დონეზე.
2020 წლის მარტში ჰუსეინოვი კარგ ფორმაში ჩადგა, მაგრამ შემდეგ დაუდასტურდა COVID-19. ჰუსეინოვმა სცადა მისი წონის 87 კგ-მდე გაზრდა, მაგრამ ვინაიდან იმ დროისთვის ეროვნულ გუნდში იყვნენ ძლიერი მოჭიდავეები ამ წონაში, ჰუსეინოვმა გადაწყვიტა წონის დაკლება 77 კგ-მდე[5].
2021 წლის 8 მაისს, სოფიაში 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე, რაფიკ ჰუსეინოვმა 77 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში დაამარცხა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონი სერბეთიდან ვიქტორ ნემეში, გავიდა ფინალში. ამის წყალობით მან მოიპოვა ოლიმპიური ლიცენზია[6]. ამ ტურნირისთვის ჰუსეინოვმა12 კგ დაიკლო, რითაც 7 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა 77კგ წონით კატეგორიას.[5].
2021 წლის აგვისტოში რაფიკ ჰუსეინოვმა იასპარეზა იაპონიაში, ტოკიოში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 77 კგ წონით კატეგორიაში. ჰუსეინოვმა დაამარცხა შვედელი ალექს კესიდისი 1:1 ანგარიშით პირველ ბრძოლაში, იმის წყალობით, რომ მან შეხვედრაში ბოლო ქულა მოიპოვა, შემდეგ ეტაპზე გავიდა. მეოთხედფინალში დამარცხდა ყირგიზ აკჟოლ მახმუდოვთან, 1:9. მოგვიანებით ყირგიზი მახმუდოვის ფინალში გასვლამ ჰუსეინოვს შანსი მისცა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში, რეპეშაჟში ჩასართავად[7]. რეპეშაჟის პირველ შეხვედრაში ჰუსეინოვმა დაამარცხა ტუნისელი ლამჟედ მააფი ანგარიშით 11:1. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რაფიკ ჰუსეინოვმა სომეხი კარაპეტ ჩალიანი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა[8]. ჰუსეინოვმა თავის გამარჯვებას უწოდა მამის, მისი პირადი მწვრთნელის, რადიკ ჰუსეინოვის გამარჯვება.[9]
ოჯახი
რედაქტირებარაფიკის მამა და პირადი ტრენერი - რადიკ ჰუსეინოვი არის აზერბაიჯანის დამსახურებული მწვრთნელი, პოლიციის პოლკოვნიკი.. რაფიკის უმცროსი ტყუპი ძმები - ადილი[10] და რუფატი[11], ასევე არიან პროფესიონალი მოჭიდავეები და ეროვნული ნაკრების წევრები. რაფიკ ჰუსეინოვი დაქორწინებულია და ჰყავს ორი ვაჟი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://olympics.com/tokyo-2020/olympic-games/en/results/wrestling/athlete-profile-n1433016-huseynov-rafig.htm
- ↑ 2.0 2.1 https://www.iat.uni-leipzig.de/datenbanken/dbwrestling/daten.php?spid=E1DB29DC9EC34070B6F19DC778065403
- ↑ Gənclər və İdman Nazirliyində fəxri adların təqdimetmə mərasimi keçirildi დაარქივებული 2012-06-07 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული)
- ↑ Нуриев стал чемпионом Исламиады
- ↑ 5.0 5.1 Рафик Гусейнов: Я сбросил 12 кг для турнира, но к Олимпиаде буду в хорошей форме
- ↑ Рафик Гусейнов завоевал олимпийскую лицензию
- ↑ Токио-2020. Гусейнов и Манолова получили шанс бороться за бронзу
- ↑ Токио-2020. Гусейнов одолел за бронзу Чаляна
- ↑ Рафик Гусейнов: Не имеет значения, кого я победил, армянского борца или представителя другой страны
- ↑ Hüseynov Adil Radik oğlu დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული)
- ↑ Hüseynov Rüfət Radik oğlu დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული)