რაფაელ ალკანტარა დო ნასიმენტო (პორტ. Rafael Alcántara do Nascimento; დ. 12 თებერვალი, 1993, სან-პაულუ, ბრაზილია), უფრო მეტად ცნობილია როგორც რაფინიაბრაზილიელი ფეხბურთელი, „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ნახევარმცველი. იცავდა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას. 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში.

რაფინია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რაფაელ ალკანტარა დო ნასიმენტო
დაბადების
თარიღი
12 თებერვალი, 1993 (1993-02-12) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
სან-პაულუ, ბრაზილია
სიმაღლე 174 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
პსჟ
ნომერი 12
ახალგაზრდული კარიერა
2006–2011 ბარსელონა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2011–2013 ბარსელონა B 84 (20)
2011–2020 ბარსელონა 56 (8)
2013–2014   სელტა 32 (4)
2018   ინტერი 17 (2)
2019–2020   სელტა 29 (4)
2020– პსჟ 28 (0)
ეროვნული ნაკრები
2009 ესპანეთი 16 2 (0)
2009–2010 ესპანეთი 17 8 (2)
2010 ესპანეთი 19 4 (1)
2013 ბრაზილია 20 3 (0)
2014–2016 ბრაზილია 23 6 (0)
2015– ბრაზილია 2 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 15 ოქტომბერი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 20 აგვისტო, 2016

ადრეული წლები

რედაქტირება

ძმებ ალკანტარებს შორის უმცროსი, 1993 წლის 12 მარტს, ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში დაიბადა. ამის მიუხედავად, ის ესპანეთის მოქალაქეა. ყოფილი ფეხბურთელის, მაზინიოს შვილი რაფინია ალკანტარა ესპანეთში ადრეულ ასაკში გადმოვიდა, რადგან მისი მამა „ვალენსიაში“, „სელტასა“ და „ელჩეში“ თამაშობდა. 2006 წელს, 13 წლის ასაკში, ის „ბარსელონას“ აკადემიას შეუერთდა, სადაც მისი ძმა ტიაგო უკვე ირიცხებოდა.

რაფინია შემტევი ნახევარმცველია, რომელიც მეტოქის საჯარიმოში ძალიან სახიფათოა. მიუხედავად იმისა, რომ რაფინია ბევრი გოლის გატანით არაა ცნობილი, „ბარსელონას“ ახალგაზრდულ გუნდებში გამოსვლის დროს, მას რეგულარულად გაჰქონდა და საგოლე გადაცემებსაც აკეთებდა. „ბარსა ბ“-ში გამოსვლის დროს, რაფინიას პეპ გვარდიოლას მიერ გაწვრთნილ პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. ეს 2011 წლის 10 ნოემბერს, ესპანეთის თასზე, „ოსპიტალეტის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოხდა. ერთი თვის შემდეგ, 6 დეკემბერს, რაფინიამ თავის ძმასთან, ტიაგოსთან ერთად ოფიციალურ მატჩში პირველად ითამაშა. ეს ჩემპიონთა ლიგაზე, ბატე-სთან გამართულ მატჩში მოხდა, რომელიც „ბარსამ“ 4:0 მოიგო.

სანაკრებო

რედაქტირება

რაფინიამ ესპანეთის 16, 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა, მაგრამ სამხრეთ ამერიკის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ის ბრაზილიის სახელით გამოვიდა.

მიღწევები

რედაქტირება
  ბარსელონა
  პარი სენ-ჟერმენი

სანაკრებო

რედაქტირება
  ბრაზილია 23

ინდივიდუალური

რედაქტირება
  • ლა ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2013–14[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Rafinha. FC Barcelona. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2021.
  2. Rafinha, 'Mejor Jugador Revelación de la Liga BBVA 2013-14'. LaLiga.com. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2021.