რატი სამყურაშვილი
რატი სამყურაშვილი (დ. 19 დეკემბერი, 1977, ჭიათურა, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 6 აპრილი, 2020) — ქართველი პოლიტიკოსი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, საქართველოს პარლამენტის ორგზის (2004, 2008) წევრი.
რატი სამყურაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 19 დეკემბერი, 1977 |
დაბადების ადგილი | ჭიათურა, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 6 აპრილი, 2020 (42 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
მეუღლე/ები | ეკატერინე ტოგონიძე |
1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, 2000 წელს კი ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა. 2000-2003 წლებში იყო თსუ-ს პოლიტოლოგიის კათედრის ასპირანტი, ხოლო 2012-2014 წლებში სწავლობდა ევროპის საბჭოს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში.
2001 წელს გახდა პოლიტიკური გაერთიანება — ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, 2002-2003 წლებში კი იკავებდა ნაციონალური მოძრაობის რეგიონული მდივნის მოადგილის პოსტს. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები “ და ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. ასევე იყო ევროპის საბჭოს ასამბლეის საპარლამენტო დელეგაციის წევრი.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რატი სამყურაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რატი სამყურაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Rati Samkurashvili დაარქივებული 2016-09-22 საიტზე Wayback Machine. // Assemly.coe.int დაარქივებული 2013-09-01 საიტზე Wayback Machine.