რატი ალექსიძე
რატი ალექსიძე (დ. 3 აგვისტო, 1978, თბილისი) — ვეტერანი ქართველი თავდამსხმელი, კარიერა დაასრულა. ბოლოს ირიცხებოდა გორის „დილას“ რიგებში. გამოდიოდა საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ასევე ეროვნულ ნაკრებშიც.
რატი ალექსიძე და ირაკლი მოდებაძე | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რატი ალექსიძე | ||
დაბადების თარიღი | 3 აგვისტო, 1978 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | კარიერა დაასრულა | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
დინამო თბილისი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1996–1999 | დინამო თბილისი | 71 | (33) |
1999–2001 | ჩელსი | 2 | (0) |
2002–2003 | დინამო თბილისი | 36 | (17) |
2004 | როსტოვი | 9 | (0) |
2008–2009 | ლოკომოტივი თბილისი | 23 | (15) |
2009–2012 | დიორი | 86 | (23) |
2012–2013 | დილა გორი | 2 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
1993–1995 | საქართველო 17 წლ. | 19 | (5) |
1997–1998 | საქართველო 21 წლ. | 19 | (2) |
1998–2010 | საქართველო | 28 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 13 მაისი, 2014 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 13 მაისი, 2014 |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებამისი საკლუბო კარიერა დაიწყო თბილისის „დინამოში“. ჯერ კიდევ 1996 წელს ვარჯიშობდა „ჩელსის“ სარეზერვო გუნდში. ალექსიძეს მთავარ გუნდში თამაშის უფლება არ ჰქონდა, რადგან გაერთიანებულ სამეფოში კონტრაქტის გაფორმების უფლება არ ჰქონდა და „დინამოში“ დაბრუნდა.[1]
1996-97 წლების სეზონში. მისს გოლის გატანის ალღო დაეხმარა კლუბს მოეგო უმაღლესი ლიგა 1997, 1998 და 1999 წლებში, ისევე როგორც 1997 წლის თასის მოპოვებაში. მისი „დინამოში“ თამაშის მანძილზე 71 მატჩში შეძლო 33 გოლის გატანა და განსაკუთრებით 1999-00 წლების სეზონში 14 მატჩში გატანილი 12 გოლის შემდეგ მისით უცხოური კლუბები დაინტერესდნენ, მათ შორის მოსკოვის „სპარტაკი“, თუმცა ალექსიძის შეძენა „ჩელსიმ“ მოახერხა. ალექსიძემ პირველ გუნდში ჩაატარა მხოლოდ 2 მატჩი ლიგაში და 1 ევროპაზე, ყველა შემცვლელად[2]. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულმა ალექსიძემ ტრავმა მიიღო უკრაინის ანკებთან თამაშში, რის გამოც 11 თვე გაუცდა.[1]
ტრავმის გამო ალექსიძეს „ჩელსის“ დატოვება მოუხდა და 2002 წელს დაბრუნდა თბილისის „დინამოში“, სადაც მის პირველივე სეზონში ცხრა გოლი მიითვალა. ამ დროს კლუბის მწვრთნელი იყო ივო შუშაკი. „დინამო“ გახდა საქართველოს ჩემპიონი და „თანამეგობრობის თასის“ გამარჯვებული. ალექსიძე მიიწვია რუსულმა კლუბებმა, „კრილია სოვეტოვმა“, „ალანიამ“ და „როსტოვმა“.[1]ფეხბურთელმა აირჩია ეს უკანასკნელი და 2004 წელს იგი გახდა „როსტოვის“ ფეხბურთელი. „როსტოვში“ ლექსიძემ 9 მატჩი ითამაშა. შემდეგ ოჯახური პრობლემების გამო დაასრულა პროფესიული კარიერა და დაბრუნდა საქართველოში[3] ნარკოდამოკიდებულების გამო სამწელიწადნახევრის მანძილზე კარიერა შეწყვეტილი ჰქონდა.[1]
2008 წლის ივლისში იგი დაბრუნდა ფეხბურთში და კარიერა გააგრძელა თბილისის „ლოკომოტივში“. 2009 წელს შეუერთდა უნგრულ „დიორს“, სადაც 2012 წლამდე ითამაშა. შემდეგ უკანა კუნთის გაწყვეტის გამო გუნდს ვეღარ ეხმარებოდა და გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნებულიყო. კარიერა გორის „დილაში“ განაგრძო, თუმცა მალევე იქიდანაც წამოვიდა.
სანაკრებო
რედაქტირება1998 დან 2004 წლამდე ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 28 მატჩი და შეძლო 2 გოლის გატანა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი National-football-teams.com-ზე (ინგლისური)
- რატი ალექსიძე — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 ინტერვიუ რატი ალექსიძესთან[მკვდარი ბმული]
- ↑ http://www.bounder.friardale.co.uk/Appearances/Aa-Az.htm
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-25. ციტირების თარიღი: 2009-10-25.