რასეინიაი
რასეინიაი (ლიეტ. Raseiniai, პოლ. Rosienie) — ქალაქი ლიეტუვაში, რასეინიაის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კლაიპედა–კაუნასის გზატკეცილზე. რკინიგზის სადგურ ვიდუკლედან 20 კმ-ში, ვილნიუსიდან სამხრეთ-დასავლეთით 187 კმ-ში.[1] ქალაქში მდებარეობს XVII-XVIII საუკუნეების რენესანსული მონასტერი და ღვთისმშობლის მონასტერი (1782), დანარჩენი ღირსშესანიშნაობანი დაინგრა მეორე მსოფლიო ომის დროს. ქალაქი დაძმობილებულია პოლონეთის ქალაქ ლუბარტუვთან.[2]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
რასეინიაი Raseiniai | |||
რასეინიაის ეკლესია | |||
| |||
ქვეყანა | ლიეტუვა | ||
მაზრა | კაუნასის მაზრა | ||
რაიონი | რასეინიაის რაიონი | ||
კოორდინატები | 55°20′00″ ჩ. გ. 23°07′00″ ა. გ. / 55.33333° ჩ. გ. 23.11667° ა. გ. | ||
დაარსდა | 1253 | ||
პირველი ხსენება | 1253 | ||
ადრეული სახელები | როსიენი | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1492 | ||
ფართობი | 7,22 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 125 მეტრი, 91 მეტრი | ||
მოსახლეობა | 12 541 კაცი (2001) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||
ოფიციალური საიტი | raseiniai.lt | ||
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Расейняй // Большая советская энциклопедия, т. 21 — М. : Советская энциклопедия, 1975.
- ↑ Tarptautinis bendradarbiavimas lt. raseiniai.lt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-01. ციტირების თარიღი: 2019-09-06.