ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რაჟდენ ჭელიძე (დ.1903, უშგული, მესტია — გ. 1976) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სამხედრო და ფოთის პოლიტექნიკური სასწავლებელი.

სწავლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა მესტიის რაიონში და აქტიურად ჩაება ზემო სვანეთის აღმშენებლობაში. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო მისი მოღვაწეობა თემების: ჭუბერის, ნაკრის, ლახამულის და ხაიშის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში. შემდგომ წლებში იგი გადაიყვანეს სვანეთის ოქროს მოპოვების სამმართველოს პარტიული ორგანიზაციის მდივნად. მისი საქმიანობა განსაკუთრებით გამოირჩეოდა საავტომობილო გზების მშენებლობის პერიოდში. 1937 წელს დანიშნეს მესტიის რაიონის საგზაო სამმართველოს უფროსად და დიდი შრომა გასწია ჭუბერის, ხაიშის, ნაკრის, ბეჩოს, მაზერის, ადიშის, მულახის, კალა უშგულის გზების მშენებლობისათვის. სხვადასხვა დროს მუშაობდა მესტიის სადაბო საბჭოს თავმჯდომარედ. ომის პერიოდში იყო სვანეთში შექმნილი მოხალისეთა ბატალიონის წევრი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სვანეთი და სვანები, ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი, თბილისი, 2014, გვ.451

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაჟდენ_ჭელიძე“-დან