რანავალუნა I (დაბადებისას რაბოდოანდრიანამპოინიმერინა; დ. 1778 — გ. 16 აგვისტო, 1861) აგრეთვე ცნობილი როგორც რამავო და რანავალო-მანჯაკა Iიმერინის სამეფოს დედოფალი 1828-1861 წლებში. მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა მისი ახალგაზრდა ქმარი, რადამა I, რანავალუნა გახდა დედოფალი და დაიწყო იზოლაციონიზმისა და ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების შესუსტების პოლიტიკის გატარება. მოიგერია ფრანგების შემოტევა სანაპირო ქალაქ ფულპოინტეზე და ენერგიულად მიჰყო ხელი რადამა I-ის ინიცირებული და ლონდონის მისიონერული საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებული ქრისტიანული მოძრაობის საკითხის ჩაგდებას.

რანავალუნა I
Ranavalona I
იმერინის დედოფალი
კორონაცია: 2 ივნისი, 1829
მმართ. დასაწყისი: 11 აგვისტო, 1828
მმართ. დასასრული: 16 აგვისტო, 1861
წინამორბედი: რადამა I
მემკვიდრე: რადამა II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1778
დაბ. ადგილი: ამბატომანოიანა
გარდ. თარიღი: 16 აგვისტო, 1861 (83 წლის)
გარდ. ადგილი: რუვა, ანტანანარივუ
მეუღლე: რადამა I
რაინიჰარო
რაინიჯოჰარი
შვილები: რადამა II
მამა: ანდრიანცალამანჯაკა (იგივე ანდრიანავალონცალამა)
დედა: რაბოდონანდრიანტომპო

რანავალუნას მმართველობისას ბრიტანეთსა და საფრანგეთს მადაგასკარის მიმართ პოლიტიკური ინტერესები არ განელებიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ დედოფლის პოლიტიკას მრავალ საკითხში არ ეთანხმებოდა მისი ვაჟი და მემკვიდრე რადამა II, ის ცდილობდა ევროპასთან კავშირის შენარჩუნებას, რისი მაგალითიცაა 1855 წელს მის მიერ დადებული ლამბერტის ქარტია, რომელიც ფრანგებს მადაგასკარის რესურსების ექსპლუატაციის უფლებას აძლევდა, თუმცა რადამამ 1861 წელს, დედის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ასვლამდე საკუთარი გეგმების შესასრულებლად არსებითი ნაბიჯების გადადგმა ვერ მოახერხა.

მისი თანამედროვე ევროპელები ძირითადად გმობდნენ რანავალუნას მმართველობას. დედოფალს ახასიათებდნენ, როგორც საუკეთესო შემთხვევაში ტირანს, ხოლო უარეს შემთხვევაში გიჟს. ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება ლიტერატურაში შენარჩუნდა 1970-იან წლებამდე. ბოლო აკადემიური კვლევა ხაზს უსვამს რანავალუნას ქმედებებს, როგორც იმპერიის გაფართოებისა და მისი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ევროპული კულტურული და პოლიტიკური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება