რამიზ როვშანი
რამიზ როვშანი (აზერ. Rövşən Ramiz Məmmədəli oğlu; დ. 15 დეკემბერი, 1946, ამირჯანი, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი პოეტი, მწერალი, ესსეისტი, კინოსცენარისტი,[1] თარჯიმანი, აზერბაიჯანის მწერალთა გაერთიანების წევრი (1981). აზერბაიჯანის სახალხო პოეტი (2019).
რამიზ როვშანი | |
---|---|
აზერ. Ramiz Məmmədəli oğlu Rövşən | |
დაბადების თარიღი | 15 დეკემბერი, 1946 (77 წლის) |
დაბადების ადგილი | Əmircan, Baku |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი და ნოველისტი |
ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ აზერბაიჯანი |
ალმა-მატერი | ბდუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი |
ჟანრი | ლექსი, მოთხრობა, მოკლე რომანი, ესე და პოემა |
ჯილდოები | People’s Poet of Azerbaijan და Q110915321? |
ბიოგრაფია
რედაქტირებარამიზ როვშანი 1946 წლის 15 დეკემბერს, ბაქოს სურახანის რაიონის ამირჯანის დასახლებაში დაიბადა.[2] წაემოშობით გუბადლის რაიონის სოფელ თეიმურ-მიუსქანლიდანაა. სწავლობდა სურახანის რაიონის 208-ე საშუალო სკოლაში. 1964-1969 სწავლობდა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი სცენარის კურსების სკოლა (1976-1978). იყო ჯაფარ ჯაბარლის სახელობის კინოსტუდია „აზერბაიჯანფილმის“ სატირიკული ჟურნალის „მოზალანის“ რედაქტორი (1971), კინოსტუდიის სცენარისტი (1974-1975), სცენარისტთა სარედაქციო საბჭოს წევრი (1979-1987), კინოსტუდიის მთავარი რედაქტორი (1987-1992). 1992 წლიდან აზერბაიჯანის თარჯიმანთა ცენტრის მთავარი რედაქტორია. არის რამდენიმე წიგნის ავტორი.
რამიზ როვშანის სცენარის საფუძველზე ბევრი ფილმია გადაღებული. მისი ლექსები და მოთხრობები გამოიცა ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკებში, აგრეთვე აშშ-ში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბულგარეთში, თურქეთში და ირანში. რამიზ როვშანი, 1997 წელს „მუსავათის“ (პარტია) მიერ მიღებული ჰიმნის სიტყვების ავტორია.
2013 წელს მიიღო „თუექულენოვანი მსოფლიოს ცოდნისა და კულტურის“ ჯილდო.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Azərbaycan Respublikası Mədəniyyət Nazirliyi. C.Cabbarlı adına "Azərbaycanfilm" kinostudiyası. Aydın Kazımzadə. Bizim "Azərbaycanfilm". 1923-2003-cü illər. Bakı: Mütərcim, 2004.- səh. 272-274.
- ↑ Ramiz Rövşənin doğum günüdür[მკვდარი ბმული]