რამი (ლათ. Boehmeria nivea) — ბოჭკოვანი მცენარე ჭინჭრისებრთა ოჯახისა. ხშირად თეთრ რამს (Boehmeria nivea) უწოდებენ (მწვანე რამს ზოგჯერ ცალკე სახეობად გამოყოფენ). მრავალწლოვანი მცენარეა.

რამი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
ოჯახი:  ჭინჭრისებრნი
სახეობა:  რამი
ლათინური სახელი
Boehmeria nivea

მისგან ამზადებენ მაღალხარისხოვან ტექნიკურ ქსოვილს, ქაღალდს (მაგ., ფულისათვის), თევზსაჭერ ბადეს. რამი დიდი რაოდენობით მოჰყავთ ჩინეთში, ნაკლებად — სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, კულტივირებულია აგრეთვე სხვა კონსტინენტების სუბტროპიკულ და ტროპიკულ მხარეებში.

XX საუკუნის 30-იან წლებში საქართველოში უმთავრესად დასავლეთ რაიონებში, ფართო მეცნიერულ და საწარმოო მუშაობა გაიშალა რამის კულტურის გასავრცელებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რამი&oldid=4312475“-დან