სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კიკნაძე.

რამაზ კიკნაძე (დ. 19 თებერვალი, 1937, თბილისი — გ. 7 იანვარი, 1975, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1962 წლიდან 12 წლის განმავლობაში იყო სსი "თბილქალაქპროექტში" IV არქიტექტურულ სახელოსნოში. 1972 წლიდან სსი "საქქალაქმშენსახპროექტის" მე-2 არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად დაიწყო მუშაობა. ამასთან ერთად, იგი იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის და პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს რესპუბლიკის "სახმშენის" და თბილისის მთავარი არქიტექტორის საბჭოების წევრი, სავაჭრო პალატის მთავარი არქიტექტორი. ასწავლიდა არქიტექტურულ გეგმარებას პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. მისი მრავალი ნამუშევარი აღინიშნა რესპუბლიკურ თუ საკავშირო კონკურსებსა და დათვალიერებებზე. მისივე პროექტებით განხორციელდა საქართველოს საგამოფენო პავილიონები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გამოფენებზე.

მისი ნამუშევრებია: თბილისში - ქორწინების სახლი (1964 წელს შ. ყავლაშვილთან ერთად, მოქანდაკე ი. და გ. ოჩიაურები); მეტროპოლიტენის სადგურ „ნაძალადევის“ ზედა პავილიონი და ქვედა ბაქანი (1966, არქიტექტორ თ. თევზაძესთან ერთად); რესტორანი "მარაბდა" (1971, არქიტექტორ თ. მიქაშავიძესთან და ვ. ქურთიშვილთან ერთად); საწყლოსნო სპორტული კომპლექსი (1978, არქიტექტორ გ. აბულაძესთან და შ. ყავლაშვილთან ერთად); 9 ძმა ხერხეულიძის მემორიალი (1976, შ. ყავლაშვილთან ერთად, მოქანდაკე ლ. ქველაძე) და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება