რაკეშ შარმა
რაკეშ შარმა(ჰინდი राकेश शर्मा) — პირველი ინდოელი კოსმონავტი. 138-ე ადამიანი მსოფლიოში, ვინც კოსმოსში გაფრინდა. საბჭოთა კავშირის გმირი, დაიბადა 1949 წლის 13 იანვარს, ინდოეთის პენჯაბის შტატის ქალაქ პატიალაში.
რაკეშ შარმა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჰინ. राकेश शर्मा | ||||||||||||
დაბ. თარიღი | 13 იანვარი, 1949 | |||||||||||
დაბ. ადგილი | პატიალა, პენჯაბი, ინდოეთი | |||||||||||
ქვეყანა | ინდოეთი | |||||||||||
სპეციალობა | კოსმონავტი-მკვლევარი | |||||||||||
სამხედრო წოდება | ესკადრის მეთაური | |||||||||||
ექსპედიცია | სოიუზ ტ-11 — სალუტ-7 — სოიუზ ტ-10 | |||||||||||
კოსმოსში გატარებული დრო | 7 დღ-ღ. 21 სთ. 40 წთ. | |||||||||||
ჯილდოები |
| |||||||||||
ბიოგრაფია
რედაქტირება1966 წელს იგი შვიდა თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში (ინგლ. Khadakvasla National Defense Academy), რომელიც წარმატებით დაასრულა 1970 მსახურობდა ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში, სადაც წარმატებული კარიერა გაიკეთა. 1982 წელს ინდოეთი მოწვეულ იქნა სსრკ-ს პრგრამა „ინტერკოსმოსში“ მონაწილეობის მისაღებად. მაიორმა შარმამ გააკეთა განაცხადი კოსმონავტთა რიგებში ჩასარიცხად. (კონკურსი ძალიან დიდი იყო. ერთ ადგილზე 240 პრეტენდენტი პაექრობდა). ის ჩარიცხვისთანავე შეუდგა ვარჯიშებს და პარალელურად ისწავლა რუსული ენა. რაკეშ შარმასთან ერთად ვარჯიშობდა მისი დუბლიორი რავიშ მალჰოტრა.
რაკეშ-შარმა „Союз Т-11“ ხომალდის ეკიპაჟში ჩაერთო როგორც კოსმონავტი-მკვლევარი (ეკიპაჟჳს შემადგენლობა — იური ვასილის ძე მალიშევი, ბორტინჟინერი — გენადი მიხეილის ძე სტრეკალოვი, მეთაური — ანატოლი ნიკოლოზის ძე ბერეზოვოი, ბორტინჟინერი — გიორგი მიხეილის ძე გრეჩკო, კოსმონავტი-მკვლევარი — რავიშ მალჰოტრა).
კოსმოსური ხომალდი „Союз Т-11“ 1984 წლის 3 აპრილს აფრინდა ბაიკანურის კოსმოდრომიდან ორბიტალურ კოსმოსურ სადგურ „Салют-7-ზე“. კოსმოსში მან დაჰყო 7 დღე-ღამე, 21 საათი და 41 წუთი, 1984 წლის 11 აპრილს დაეშვა მიწაზე. ამასთან, დაშვებისათვის მან გამოიყენა კოსმოსური ხომალდი „Союз Т-10“.
კოსმონავტი-მკვლევარის რანგში რაკეშ შარმამ ჩაატარა მრავალზონალური გადაღებები ჩრდილოეთ ინდოეთის რეგიონში ჰიმალაის მთებში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობის გამოსარკვევად. ფრენის დროს დამყარდა პირდაპირი კავშირი ინდოეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ინდირა განდისთან. ინდირა განდის შეკითხვაზე: ”როგორ გამოიყურება ინდოეთი კოსმოსიდან?”, რაკეშმა უპასუხა სტრიქონით პატრიოტული ლექსიდან: ” ყველაზე კარგად მსოფლიოში” (ჰინდი — „सारे जहां से अच्छा“).
ჯილდოები
რედაქტირება- 1984 წლის 11 აპრილს სსრკს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით კოსმოსური ფრენის წარმატებით განხორციელებისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება და გადაეცა „ლენინის ორდენი“ და მედალი „ოქროს ვარსკვლავი“
- ინდოეთის მთავრობამ ეკიპაჟი დააჯილდოვა ინდოეთის „აშოკ ჩაკრას“ უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი.
- 2011 წლის 12 აპრილს მიენიჭა „მედალი კოსმოსის ათვისებაში დამსახურებისათვის“.
კოსმოსის შემდეგ
რედაქტირებაპოდპოლკოვნიკის ჩინით ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებიდან დემობილიზაციის შემდეგ, რაკეშ შარმა მოეწყო მფრინავ-გამომცდელად ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ კომპანია „ჰინდუსტან აერონოტიკში“ (ინგლ. Hindustan Aeronautics). მსახურობდა ბანგალორში განლაგებულ კომპანიის ეროვნულ საფრენ-გამომცდელ ცენტრში და მონაწილეობდა ინდური მსუბუქი საფრენი აპარატების შემუშავების პროცესში.
დღეისათვის რაკეშ შარმა ჩამოცილებულია აქტიურ საქმიანობას, მას უკავია დოკუმენტბრუნვის ავტომატიზაციის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა. 2006 წლის ნოემბერში შარმა მონაწილეობდა ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება ინდოეთის კოსმოსში საპილოტე ფრენების საკუთარი პროგრამის მომზადებაზე.