რაიჯინი (იაპონ. 雷神?) — ელვის, ქუხილისა[1] და ქარიშხლის ღმერთი შინტოიზმსა და იაპონურ მითოლოგიაში. მისი სახელი შედგება იაპონური სიტყვებისგან რაი (雷 — „ქუხილი“) და შინ (神 — „ღმერთი“ ან „კამი“). ჩვეულებრივ, იგი წარმოდგენილია, როგორც დემონის შესახედაობის სული, რომელიც უმეტესად, ტომოეს გამოსახულებიან დრუმებზე დაკვრით ქმნის ელვას. ის ასევე ცნობილია სახელებით:

  • იაკუსა ნო იკაზუჩი ნო კამი: იაკუსა (八, რვა), იკაზუჩი (雷, ქუხილი) და კამი (神, სული ან ღვთაება)
  • კამინარი-სამა: კამინარი (雷, ქუხილი) და -სამა (様, იაპონური პატივსაცემი მიმართვა, აღნიშნავს „ბატონს“, „მთავარს“)
  • რაიდენ-სამა: რაი (雷, ქუხილი), დენ (電, ელვა) და -სამა (様, ბატონი)
  • ნარუკამი: ნარუ (鳴, ჭექა–ქუხილი) და კამი(神, სული ან ღვთაება)
რაიჯინის ხის სკულპტურა

რაიჯინი, ღვთაებრივი წყვილის იზანამისა და იზანაგის შვილი, იაპონიის შექმნამედე გაჩნდა. ლეგენდის თანახმად, ბუდამ რვა ღმერთს დარმის დაცვა დაავალა, რომელთა შორის ერთ–ერთი რაიჯინი იყო.

იაპონურ კულტურაში

რედაქტირება
 
ფუჯინი და რაიჯინი. ტავარაია სოტაცუს ნახატი. რაიჯინი დახატულია მარცხნივ, ფუჯინი – მარჯვნივ

ზოგი იაპონელი მშობელი შვილებს ჭექა-ქუხილის განმავლობაში ჭიპის დაფარვას ასწავლის. ეს განპირობებულია იაპონური რწმენით, რომლის მიხედვითაც რაიჯინი ბავშვების ჭიპსა და მუცელს ჭამს, სწორედ ამაზეა დამყარებული მშობლების სწავლება, რითაც ისინი შვილებს რაჯინის მსხვერპლად ქცევისგან იხსნიან. რაიჯინის მეწყვილეა დემონი რაიჯუ, იაპონურ ხელოვნებაში ფუჯინის სახელით ცნობილი ქარიშხლის ღმერთი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ashkenazi, Michael (2003). Handbook of Japanese Mythology. ABC-CLIO, გვ. 236. ISBN 978-1-57607-467-1. ციტირების თარიღი: 2008-12-16.