რაიხენბახის ჩანჩქერი
ყურადღება: ეს სტატია/სექცია შეიცავს ფრაგმენტებს, რომლებიც არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს. |
რაიხენბახის ჩანჩქერი (გერმ. Reichenbachfall) — დაახლოებით 250 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი შვეიცარიაში, მაირინგენის სიახლოვეს. იგი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და მაღალი ჩანჩქერია ალპებში, რომელიც შვიდი კასკადისგან შედგება. ზედა, ყველა მაღალი კასკადი 110 მეტრს უტოლდება.
ბუნების სილამაზე
რედაქტირებარამდენიმე მიზეზის გამო ჩანჩქერი საყოველთაოდ არის ცნობილი. გარდა თავისი ზომებისა და ბუნების სილამაზისა, ჩანჩქერის ახლოს მდებარე ქალაქი მაირინგენი ცნობილია როგორც ბეზეს − შაქრის ფხვნილისა და კვერცხის ცილისგან დამზადებული დესერტის − სამშობლო. მაირინგენული ბეზე მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევა.
რაიხენბახის ჩანჩქერი მრავალი მწერლისა თუ მხატვრის შემოქმედებაში ასახულა. XIX საუკუნის ინგლისელმა რომანტიკოსმა მხატვარმა ჯოზეფ ტერნერმა რამდენიმე ტილო მიუძღვნა მას. პეიზაჟისტმა მიხეილ ერასიმ თავის ნახატში „რაიხენბახის ჩანჩქერი მაირინგენთან, შვეიცარიაში“ გადმოსცა მისი ბუნების სილამაზე.
შერლოკ ჰოლმზი
რედაქტირებასახელგანთქმულობის კიდევ ერთი მიზეზია „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“. ართურ კონან დოილმა ჩანჩქერი XIX საუკუნის ბოლოს მოინახულა, აღფრთოვანდა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, რომ თავისი ნაწარმოების მთავარი გმირი, გამომძიებელი შერლოკ ჰოლმზი სწორედ ამ ადგილას უნდა მომკვდარიყო, რაც აღწერა კიდეც მოთხრობაში „ჰოლმზის უკანასკნელი საქმე“. 1891 წლის 4 მაისს მთავარი პერსონაჟი „იღუპება“ ლონდონური დანაშაულებრივი სამყაროს მეთაურთან, პროფესორ მორიარტისთან ორთაბრძოლისას. ამ მოვლენის 100 წლისთავის აღსანიშნად ჩანჩქერთან მემორიალური დაფაც კი დაამაგრეს წარწერით: „ამ საშიშ ადგილას შერლოკ ჰოლმზმა დაამარცხა პროფესორი მორიარტი, 1891 წლის 4 მაისს“.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირებაკონან დოილის ნაწარმოების ერთ-ერთ საუკეთესო ეკრანიზაციაში, საბჭოთა ფილმში „შერლოკ ჰოლმზისა და ექიმ უოტსონის თავგადასავალი“ გადამწყვეტი ორთაბრძოლის ეპიზოდი რაიხენბახის ნაცვლად გადაღებულია გეგის ჩანჩქერთან, აფხაზეთში.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საიტი რაიხენბახის ჩანჩქერზე. ციტირების თარიღი: 2020-02-08.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ География. Смертельная схватка. Рейхенбахский водопад. // 221b.ru. ციტირების თარიღი: 2020-02-08.