მეგ რაიანი

(გადამისამართდა გვერდიდან რაიანი, მეგ)

მარგარეტ მერი ემილი ენ ჰაირა (ინგლ. Margaret Mary Emily Anne Hyra; დ. 19 ნოემბერი, 1961)[1], უკეთ ცნობილი როგორც მეგ რაიანი (ინგლ. Meg Ryan) — ოქროს გლობუსის ნომინანტი ამერიკელი კინომსახიობი, რომელმაც მთავარი როლები შეასრულა 1990–იანი წლების რომანტიკულ კომედიებში: „როცა ჰარი შეხვდა სალის...“ (1991), „უძინარნი სიეტლში“ (1993), „ფრანგული კოცნა“ (1995), „გამუდმებითი სიყვარული“ (1997) „ანგელოზების ქალაქი“ (1998), „თქვენთვის წერილია“ (1998) და „ქეითი & ლეოფოლდი (2001). ყველა ფილმმა ერთად 870 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა[2].

მეგ რაიანი

მეგ რაიანი მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში 2010 წელს
დაბადების სახელი მარგარეტ მერი ემილი ჰაირა
დაბადების თარიღი 19 ნოემბერი, 1961 (1961-11-19) (63 წლის)
ფერფილდი, კონექტიკუტი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1981-დღემდე
მეუღლე(ები) დენის კუეიდი (1991–2001)
შვილ(ებ)ი

ჯეკ ჰენრი კუეიდი

დეიზი ტრუ

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

მეგ რაიანი 1961 წლის 19 ნოემბერს დაიბადა ქალაქ ფეირფილდში, კონექტიკუტის შტატში. მეგის დედა — სუზან ჯორდანი, პროდიუსერი, ხოლო მამა — ჰარი ჰაირა, მათემატიკის მასწავლებელი იყო. რაიანს ორი და და ერთი ძმა ჰყავს. 1976 წელს როდესაც მისი მშობლები გაიყარნენ, მეგი და მისი და-ძმა, საცხოვრებლად მამასთან დარჩა. მაშინ მეგი 15 წლის იყო. 1979 წელს, როდესაც მეგ რაიანმა სკოლა დაამთავრა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.

ადრეული კარიერა

რედაქტირება

მეგ რაიანის პირველი ფილმი, „მდიდარი და სახელოვანი“, ეკრანებზე, 1981 წელს გამოჩნდა. 1982-1984 წლებში, რაიანი, სერიალ „სანამ მსოფლიო მოტრიალდებაში“ თამაშობდა. თავდაპირველად იგი ეპიზოდურ როლებს ასრულებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებში. მეგ რაიანს, პირველი აღიარება მოუტანა ფილმმა — „შეპირებული ხმელეთი“, რომელიც ეკრანებზე 1987 წელს გამოვიდა.

პირველი ფილმი რომლის მეშვეობითაც მეგ რაიანი ოქროს გლობუსს დაეუფლა იყო „როცა ჰარი შეხვდა სალის...“ ამ უკანასკნელში, რაიანმა სალი ოლბრითი განასახიერა. ფილმი ეკრანებზე 1989 წელს გამოვიდა. რაიანს პარტნიორობას ცნობილი კომიკოსი, ბილი კრისტალი უწევდა. კაფის სცენა სადაც სალი ცრუ ორგაზმს განასახიერებს, დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო მომენტად ითვლება კინემატოგრაფიაში. ხოლო ფრაზა „მეც ის მომართვით — რაც მას“ (ინგ. "I’ll have what she’s having") რომელიც ამ სცენის მომსწერე ერთ-ერთმა მოხუცმა ქალბატონმა წარმოთქვა, 33 ადგილზეა ამერიკული ფილმების საუკეთესო კინოციტატების ასეულში.

ამის შემდეგ რაიანმა ითამაშა ფილმებში The Doors და კოცნის შესავალი. ორივე ფილმს ზომიერი წარმატება ხვდა წილად. აგრეთვე წარმატებული გამოდგა ფილმი „უძინარნი სიეტლში“, ამ უკანასკნელში, მეგ რაიანს პარტნიორობას, მსახიობი ტომ ჰენქსი უწევს. ტომ ჰენქსთან ერთად რაიანს უკვე ჰქონდა ნათამაშები ფილმში „ჯოი ვულკანის წინააღმდეგ“ თუმცა იგი კინოგაქირავებაში ჩავარა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
ფილმი
წელი ფილმი როლი შენიშვნა
1981 მდიდარი და სახელოვანი დები ბლეიკი
1983 ემითვაილი 3-D ლიზა
1986 საუკეთესო მსროლელი ქეროლ ბრედშოუ
1986 შეიარაღებული და საშიში მეგი ქევენოუ Employed at Guard Dog Security, she was the firearms instructor on the range.
1987 შეპირებული ხმლეთი ბევერლი „ბევ“ საიკსი ნომინირებული — Independent Spirit Award for Best Female Lead
1987 შინაგანი სამყარო ლიდია მაქსველი
1988 D.O.A. სიდნეი ფიულერი A freshman student opposite Dennis Quaid
1988 პრეზიდიო დონა კოლდუელი
1989 როცა ჰარი შეხვდა სალის... სალი ოლბრაითი American Comedy Awards
ნომინირებული—Chicago Film Critics Association Award for Best Actress
ნომინირებული—ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში
1990 ჯოი ვულკანის წინააღმდეგ დეიდი/ანჟელიკა გრეიენმოური/პატრისია გრეიენმოური
1991 The Doors პამელა ქოურსელი
1992 კოცნის შესავალი რიტა ბოილი
1993 უძინარნი სიეტლში ენი რიდი American Comedy Award Funniest Actress in a Motion Picture (Leading Role)
ნომინირებული—ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში
ნომინირებული—MTV Movie Award for Best On-Screen Duo(ტომ ჰენქსთან ერთად)
ნომინირებული—MTV Movie Award for Best Female Performance
1993 Flesh and Bone ქეი დეივისი
1994 როდესაც კაცს უყვარს ქალი ალისა გრინი ნომინირებული—MTV Movie Award for Best Female Performance
ნომინირებული—Screen Actors Guild Award for Outstanding Performance by a Female Actor in a Leading Role – Motion Picture
1994 I.Q. კატერინა ბოიდი
1995 ფრანგული კოცნა ქეითი ნომინირებული—American Comedy Award Funniest Actress in a Motion Picture (მთავარი როლი)
1995 რესტავრაცია კატერინა
1996 სიმამაცე ბრძოლაში კაპიტანი კარენ ემა უოლდენი
1997 გამუდმებითი სიყვარული მეგი
1997 ანასტასია ანასტასია (გახმოვანება) ნომინირებული — Annie Award for Outstanding Individual Achievement for Voice Acting by a Female Performer
1998 ანგელოზების ქალაქი ექიმი მეგ რაისი ნომინირებული - Blockbuster Entertainment Award for Favorite Actress – Drama/Romance
ნომინირებული —MTV Movie Award for Best On-Screen Duo(ნიკოლას კეიჯთან ერთად)
ნომინირებული —Saturn Award for Best Actress
1998 აურზაური ბონი
1998 თქვენთვის წერილია ქეთლინ კელი Blockbuster Entertainment Award for Favorite Actress – Comedy/Romance
ნომინირებული—ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში
ნომინირებული—Satellite Award for Best Actress – Motion Picture Musical or Comedy
2000 გათიშვა ევა მარქსი
2000 სიცოცხლის მტკიცებულება ელის ბოუმენი ნომინირებული—Blockbuster Entertainment Awards – Suspense
2001 ქეითი და ლეო ქეით მაკქეი
2003 ვნების ბნელი მხარე ფრეინ ევერი
2004 ბედის საწინააღმდეგოდ ჯეკი ქალენი
2007 ქალთა ქვეყანაში სარა
2008 გარიგება დეიდრ ჰიმი
2008 დედაჩემის ახალი მეგობარი ბიჭი მარტა დარნენდი
2008 ქალი მერი ჰეინსი ნომინირებული —Golden Raspberry Award for Worst Actress (ანიტა ბეინთან, ევა მენდესთან, დებრა მესინთან და ჯეიდ სმიტთან ერთად)
2009 ნამდვილი მთვარის შუქი ლუსი „ლუ“
2011 ძველით ახალი წელი ტაქსისტი
2012 წმინდანთა ცხოვრება
ტელევიზია
წელი სათაური როლი შენიშვნები
1982 სანამ მსოფლიო მოტრიალდება ბეტსი სტიუარტ მონტგონერი ანდროპულოსი
1982 ABC სპეციალურად სკოლის შემდეგ]] დენისი ეპიზოდი „Amy and the Angel“(ემი და ანგელოზი)
1982 ერთ-ერთი ბიჭი ჰეინი სერიალი დაიხურა 13 ეპიზოდის შემდეგ
1984-85 ბრალდებული ჩარლი მეგან პარკერი 2 ეპიზოდი
1985 უაილდსაიდი კოლი ოაქსი 6 ეპიზოდი
1990-91 პლანეტის კაპიტნის გადამრჩენელთა გუნდი ექიმი ბლეითი (გახმოვანება) შემოქმედებითი ჯგუფის წევრი
2007 სიმფსონები ექიმი სუონი (გახმოვანება) 1 ეპიზოდი Yokel Chords
2009 შენი ენთუზიაზმი მოკვდა საკუთარი თავი მეშვიდე სეზონი
დოკუმენტური
წელი სათაური როლი შენიშვნები
1994 კინოს ასი წლისთავი საკუთარი თავი დოკუმენტური ფილმი პერსონაჟების თანხლებით
2002 დებრა ვინჯერის ძიებაში საკუთარი თავი როსანა ერქუითის ფილმი

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

მას შემდეგ, რაც მეგ რაიანმა დენის ქუეიდთან ერთად ორ ფილმში ითამაშა (D.O.A. და შინაგანი სამყარო), 1991 წელს, წმინდა ვალენტინის დღეს, ისინი დაქორწინდნენ. რაიანი მხოლოდ მაშინ დათანხმდა ცოლობაზე, როდესაც დევიდმა კოკაინის მოხმარებას თავი დაანება[3]. მათი საერთო შვილი, ჯეკ ქუეიდი, 1992 წლის, 24 აპრილს დაიბადა[4][5] 2000 წელს, მეგი აქტიურად იყო ჩართული ფილმ სიცოცხლის მტკიცებულების გადაღებებში რასელ ქროუსთან ერთად. ის და დენისი დაშორდნენ. საბოლოვო განქორწინება კი 2001 წლის, 16 ივლისს მოხდა[4]. 2008 წლის სექტემბერში, რაიანმა გაამხილა, რომ ქუეიდი მას ქორწინების პერიოდში, დიდი ხნის მანძილზე ღალატობდა[6]. 2006 წლის იანვარში, რაიანმა, 14 თვის ჩინელი გოგონა იშვილა[7], სახელად დეიზი თრუ[8] 2011 წლის იანვრიდან, მეგ რაიანს ურთიერთობა აქვს მომღერალ — ჯონ მელენკამპთან. ჯონი საკუთარ მეუღლეს, ელენას, 18 წლიანი ქორწინების შემდეგ გაშორდა. მათი განქორწინება 2010 წლის 30 დეკემბერს მოხდა[9].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიოს სია

რედაქტირება
  1. "Meg Ryan"[მკვდარი ბმული]. Superior Pics.com
  2. "Meg Ryan from" დაარქივებული 2012-08-15 საიტზე Wayback Machine. . The Numbers. Retrieved 2010-07-29.
  3. Corliss, Richard; Savaino (1995-05-22). "Star Lite, Star Bright" დაარქივებული 2009-09-29 საიტზე Wayback Machine. . TIME. Retrieved 2010-10-02.
  4. 4.0 4.1 "Meg Ryan Biography". FilmReference.com. Retrieved 2010-07-29.
  5. "Genealogy". geni.com. Retrieved April 18, 2011.
  6. "Meg's Back — Public Pain" დაარქივებული 2012-04-15 საიტზე Wayback Machine. . Instyle.com. 2008-09-16. Retrieved 2010-07-29.
  7. "Meg Ryan Adopts a Girl — Birth, Meg Ryan" დაარქივებული 2016-06-16 საიტზე Wayback Machine. . People. 2006-01-25. Retrieved 2010-07-29
  8. "Meg Ryan and Daisy True shop at Whole Foods" დაარქივებული 2012-11-20 საიტზე Wayback Machine. . People. 2007-12=26.
  9. "Meg Ryan & John Mellencamp Quietly Dating — Meg Ryan, John Mellencamp". People. 2011-01-04. Retrieved 2011-01-04.