რადოკის ტბა — მტკნარი წყლის (გამდნარი) ტბა ანტარქტიდის აღმოსავლეთით, რომელიც ვრცელდება ბივერის ტბიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 5 კმ-ში და არამისის ქედიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 24 კმ-ში. იგი უღრმესი ტბაა ანტარქტიდაზე და მისი სიღრმე აღწევს 362 მეტრს[1]. პაგოდრომას მშრალი მთის ხეობით შეერთებულია ბივერის ტბასთან.

რადოკის ტბა
კოორდინატები: 70°52′ ს. გ. 68°00′ ა. გ. / 70.867° ს. გ. 68.000° ა. გ. / -70.867; 68.000
მდებარეობა ანტარქტიდის დროშა ანტარქტიდა
მაქსიმალური სიღრმე 362 
რადოკის ტბა — ანტარქტიდა
რადოკის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ტბა დატანილია რუკებზე ავსტრალიის ეროვნული ანტარქტიკული საკვლევი ექსპედიციის (ANARE) მიერ RAAF 1956 წლის საჰაერო ექსპედიციის ფოტოგრაფიით. სახელი ეწოდა მეტეოროლოგისა და გლაციოლოგის უვე რადოკის პატივსაცემად, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია ავსტრალიის ეროვნული ანტარქტიკული საკვლევი ექსპედიციის გლაციოლოგიურ პროგრამას.[2]. რადოკი — ანტარქტიდის კონტინენტის ყველაზე ცნობილი ღრმა და ერთადერთი ცნობილი მტკნარი წყლის ტბაა, რომელშიც მცურავ მდგომარეობაში მდებარეობს მყინვარის ენა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება