რადი ხაბიროვი
რადი ხაბიროვი (ბაშკ. Радий Хəбиров; დ. 20 მარტი, 1964, საირანოვო, იშიმბაის რაიონი, ბაშკირეთი) — რუსი პოლიტიკოსი. ბაშკირეთის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი 2018 წლის 11 ნოემბრიდან.
რადი ხაბიროვი | |
ბაშკირეთის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 11 ოქტომბერი, 2018 |
წინამორბედი | რუსტემ ხამიტოვი |
კრასნოგორსკის მერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 მარტი, 2017 – 11 ოქტომბერი, 2018 | |
წინამორბედი | უცნობია |
მემკვიდრე | ელმირა ხაიმურზინა |
ბაშკირეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 სექტემბერი, 2003 – 5 ივლისი, 2008 | |
წინამორბედი | ილდარ გიმაევი |
მემკვიდრე | აზამატ საგიტოვი |
დაბადებული | 20 მარტი, 1964 საირანოვო, იშიმბაის რაიონი, ბაშკირეთი |
ეროვნება | ბაშკირი |
განათლება | ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა პედაგოგების ოჯახში. იყო სამი შვილიდან ყველაზე უმცროსი[1].
1984-1989 წლებში სწავლობდა ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო 1992-1994 წლებში იყო თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მდებარე ბილკენტის უნივერსიტეტის მაგისტრანტი.
1981-1982 წლებში მუშაობდა იშიმბაის სატრანსპორტო მრეწველობის ქარხნის მღარავის თანაშემწედ.1889-1992 წლებში არის ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლისა და იურიდიული ფაკულტეტის კათედრის ასისტენტი. 1994-1998 წლებში ამავე უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელია. 2002 წლამდე იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ხოლო 2002-2003 წლებში უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის დირექტორია.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება2003-2008 წლებში ბაშკირეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. 2017 წლის 25 იანვრიდან მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკის საქალაქო ოლქის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია, ხოლო ამავე წლის 28 მარტიდან ხელმძღვანელი.
2018 წლის 11 ოქტომბერიდან ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელია[2]. მეთაურის არჩევნები გაიმართება 2019 წლის 8 სექტემბერს[3].
ოჯახი
რედაქტირებაპირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი: სვეტლანა (1989 წ.) და რიტა (1998 წ.[4]). 2014 წელს სვეტლანა ხაბიროვა გათხოვდა ავსტრიაში[5].
მეორე მეუღლე კარინე ხაბიროვა (ქალიშვილობის გვარი — ავეტისიანი[6]) ექიმი-სტომატოლოგია, მასთან 2017 წელს შეეძინა შვილი ფარიტი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Азат Бадранов. Перемены в Башкирии. интернет-журнал «Рабкор». ციტირების თარიღი: 2018-10-14.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "УФА" :: Ежемесячный столичный журнал. www.journal-ufa.ru. ციტირების თარიღი: 2019-01-14.
- ↑ Путин назначил новых глав Курской области и Башкирии. РБК. ციტირების თარიღი: 2018-10-11.
- ↑ В ЦИК рассказали, когда пройдут выборы главы Башкирии. РИА Новости (20181011T1909+0300Z). ციტირების თარიღი: 2019-01-14.
- ↑ Радий Хабиров (врио главы Башкирии) – биография, фото, национальность, личная жизнь, жена и дети 2019. uznayvse.ru. ციტირების თარიღი: 2019-02-22.
- ↑ Все что вы хотели знать о Радии Хабирове. UfaToDay (2018-11-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-22. ციტირების თარიღი: 2019-02-22.
- ↑ Хабиров Радий Фаритович: биография, жена, личная жизнь. showbiz-life.ru. ციტირების თარიღი: 2019-02-22.