რაგბი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 1900
შეჯიბრებები რაგბიში ზაფხულის II ოლიმპიურ თამაშებზე გაიმართა 14 და 28 ოქტომბერს პარიზში. სულ მონაწილეობდა სამი ნაკრები, რომლებმაც მედლები ერთმანეთს შორის გაითამაშეს ორ მატჩში.
მედლები
რედაქტირებამედლების საერთო ჩათვლა
რედაქტირებამედლების საერთო რაოდენობა | |||||
---|---|---|---|---|---|
ადგილი | ქვეყანა | ოქრო | ვერცხლი | ბრინჯაო | ადგილი |
საფრანგეთი | |||||
დიდი ბრიტანეთი | |||||
გერმანია |
მედალოსნები
რედაქტირებასპორტის სახეობა | ოქრო | ვერცხლი | ბრინჯაო |
რაგბი | საფრანგეთი | დიდი ბრიტანეთი | |
გერმანია |
შეჯიბრება
რედაქტირებაპირველი მატჩი
რედაქტირებათარიღი | გამარჯვებული | ანგარიში | წაგებული |
---|---|---|---|
14 ოქტომბერი | საფრანგეთი | გერმანია |
პირველი თამაში საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გაიმართა 14 ოქტომბერს. თამაშის პირველი ნახევრის შემდეგ წინ იყვნენ ფრანგები ანგარიშით 14-5 და მათ შეძლეს შეენარჩუნებინათ უპირატესობა თამაშის ბოლომდე და გაიმარჯვეს ანგარიშით 27-17.
მეორე მატჩი
რედაქტირებათარიღი | გამარჯვებული | ანგარიში | წაგებული |
---|---|---|---|
28 ოქტომბერი | საფრანგეთი | დიდი ბრიტანეთი |
მეორე თამაში შედგა 28 ოქტომბერს (ოლიმპიადის ბოლო დღე) საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ნაკრებებს შორის. თამაშის პირველ ნახევარში ბრიტანელებმა ვერც ერთი ქულა ვერ მოიპოვეს და მხოლოდ მეორე ნახევარში აიღეს 8 ქულა. საბოლოოდ მატჩი დამთავრდა ფრანგების გამარჯვებით ანგარიშით 27-8.
ჩემპიონები გახდნენ ფრანგები, ხოლო ვერცხლის მედლები მიიღეს ბრიტანელებმაც და გერმანელებმაც, რადგან მათ შორის თამაში მეორე ადგილისათვის არ გამართულა.