ჟღელე
ჟღელე — ხეობა ისტორიულ დვალეთში (ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობაში). ჟღელის ხეობაში მიედინება მდინარე მამისონისწყალი. აქაა მცირე ხევები, საიდანაც საქართველოში — რაჭასა და ქართლში გადადის. 1711 წელს, დვალეთში ლაშქრობის დროს, მეფე ვახტანგ VI-მ ჟღელე გადაიარა. ვახუშტი ბაგრატიონი (XVIII საუკუნე) ჟღელეს ახასიათებს როგორც მნიშვნელოვნად დასახლებულ ხეობას.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 262.